შემოგვიერთდით

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო აქტიური რეზერვის საპილოტე პროგრამას იწყებს

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო აქტიური რეზერვის საპილოტე პროგრამას იწყებს.

პირველი აგვისტოდან საქართველოს თავდაცვის სამინისტრო აქტიური რეზერვის საპილოტე პროგრამის ფარგლებში 18-დან 50 წლამდე საქართველოს მოქალაქეების მიღებას იწყებს. საპილოტე პროექტის ფარგლებში მოქალაქეები ტერიტორიულ და სპეციალისტთა რეზერვში მიიღებიან.

პირველ ეტაპზე ტერიტორიულ რეზერვში 18-დან 50 წლამდე ასაკის კახეთის, აჭარისა და გურიის რეგიონებში მცხოვრები პირები მიიღებიან. საპილოტე პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ აღნიშნული რეგიონებში მცხოვრებ 18-დან 22 წლამდე სტუდენტებსაც, რომლებსაც სარეზერვო სამსახურის ერთი კონტრაქტის ვადის დასრულების შემდეგ სავალდებულო სამსახური მოხდილად ჩაეთვლებათ.

ჩარიცხვის შემთხვევაში რეზერვისტს შეუნარჩუნდება სამუშაო ადგილი და სამსახურის პერიოდი ჩაითვლება შრომის საერთო სტაჟში.
რეზერვში ჩარიცხულ მოქალაქეებს 5 წლიანი კონტრაქტი გაუფორმდებათ და მათი შრომის ანაზღაურება ყოველთვიურად წოდებრივი სარგოს 20%, ხოლო სამხედრო სამსახურის გავლის პერიოდში – შრომის ანაზღაურების სრულ ოდენობას წარმოადგენს.

საერთო ჯამში აღნიშნულ რეგიონებში მცხოვრები რიგითი რეზერვისტის საშუალო ანაზღაურება წელიწადში ხელზე ასაღები 2760 ლარია. საბრძოლო მომზადება წლის განმავლობაში 45 დღეზეა გათვლილი, რომელიც 12 თვეზე ნაწილდება.

საბუთები მიიღება 1 აგვისტოდან 7 სექტემბრის ჩათვლით, ყოველ სამუშაო დღეს, დილის 10-დან საღამოს 4 საათამდე.

ქ. ბათუმი, ადლიის ქუჩა N76 ეროვნული გვარდიის მე-10 კადრირებულ ბრიგადაში

ქ. თელავი თამარ მეფის ქუჩა N36 ეროვნული გვარდიის მე-20 კადრირებულ ბრიგადაში

სპეციალისტთა რეზერვისთვის, თავდაცვის სამინისტრო, კვინიტაძის 20
საკონტაქტო ინფორმაცია: (+995 032) 2 75 26 44; მობ: 595 06 03 44; (+995 032) 291 04 21;

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *