შემოგვიერთდით

საქართველოს თვითმმართველობის განვითარების ხედვის პრეზენტაცია მიმდინარეობს

მიმდინარეობს საქართველოს თვითმმართველობის განვითარების ხედვის პრეზენტაცია. რასაც მოჰყვება ეროვნული სტრატეგიის შემუშავება.

ახალი კონცეფციის წარდგენას, საქართველოს პარლამენტში გაიმართება, მთავრობის, საკანონმდებლო ორგანოს, სამოქალაქო საზოგადოების, დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებიან. ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა თბილისის მერმა კახა კალაძემ, გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელმა საქართველოში ნილს სკოტმა, ავსტრიის ელჩმა საქართველოში არად ბენკომ და შვეიცარიის ელჩმა საქართველოში ლუკას ბეგლინგერმა.

ღონისძიების ორგანიზატორები არიან საქართველოს პარლამენტი და მთავრობა, გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) და შვეიცარიისა და ავსტრიის მთავრობების ხელშეწყობით.

დეცენტრალიზაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ახალი ეროვნული ხედვის წარდგენას მოჰყვება სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება, რომელსაც საქართველოს პარლამენტი 2018 წელს დაამტკიცებს.

შეხვედრაზე გიორგი კვირიკაშვილმა აღნოშნა, რომ საუკეთესო განათლების მქონდე ახალგაზრდებმა რეგიონის განვითარებაში წვლილი უნდა შეიტანონ.

“თვითმმართველობების განვითარება და დეცენტრალიზაცია მნიშვნელოვანია.” – ირაკლი კობახიძე

საქართველო რეგიონული განვითარების უზარმაზარ პოტენციალს ფლობს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *