შემოგვიერთდით

საქართველოს კანონის ,,შრომის უსაფრთხოების შესახებ” სანქცირების ნაწილი ძალაში 1 აგვისტოდან შევიდა

საქართველოს კანონის ,,შრომის უსაფრთხოების შესახებ” სანქცირების ნაწილი ძალაში 1 აგვისტოდან შევიდა.

1 აგვისტოდან შრომის ინსპექციას მიენიჭა მანდატი, სასამართლოსა და კომპანიის წინასწარი ნებართვის გარეშე შეამოწმოს მძიმე,მავნე და საშიშპირობებიანი სამუშაოების განმახორციელებელი კომპანიები, დარღვევების აღმოჩენისას კი გამოიყენოს შესაბამისი ადმინისტრაციული სახდელი.

ბუნებრივია ეს დიდი გამოწვევაა, რომელსაც ჩვენ ადექვატურად მომზადებულნი ვხვდებით, ახალი უნიფორმებით, პლანშეტებით და სხვა შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური აღჭურვილობით, რომელიც ინსპექტირების პროცესს ელექტრონულ რეჟიმში გადაიყვანს და ხელს შეუწყობს პროცესის გამჭვირვალობას.

აგრეთვე საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერით, დაგეგმილია ელექტრონული აპლიკაციის შექმნა,რომელიც წარმოადგენს ინოვაციას და ერთიან სისტემაში მოაქცევს შრომის უსაფრთხოების ყველა სტანდარტს, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს უსაფრთხოების კულტურის დამკვიდრებას და თანამედროვე ევროპული სტანდარტების ჩამოყალიბებას.

ცნობიერების ამაღლების მიზნით, ჩვენ აქტიურად გავაგრძელებთ საჯარო შეხვედრებს დაინტერესებულ მხარეებთან თბილისსა და რეგიონებში.

აცხადებს ბექა ფერაძე ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციის დეპარტამენტის უფროსი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *