შემოგვიერთდით

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა პროფესიული დღესასწაული აღნიშნეს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ოჯახის წევრებთან ერთად აღნიშნეს პროფესიული დღესასწაული.

დიპლომატის დღესთან დაკავშირებით მიღება კუს ტბაზე გაიმართა, სადაც ბავშვსებისთვის მოეწყო გასართობი კუთხები, თანამშრომლებს კი მისასალმებელი სიტყვით მიმართა საგარეო საქმეთა მინისტრმა. კოლეგებს სპეციალური ვიდეო მიმართვით დიპლომატის დღეს მიულოცეს საზღვარაგრეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების თანამშრომლებმა.

ქართული დიპლომატიის დღე 3 ნოემბერს აღინიშნება, პროფესიული დღესასწაული დიდი ქართველი საზოგადო მოღვაწილს, მწერლის და დიპლომატის სულხან-საბა ორბელიანის სახელს უკავშირდება.

წყარო: საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო / MFA of Georgia

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *