შემოგვიერთდით

საქართველოს ფერმერთა ასოციაციის განათლებისა და გადამზადების პროექტს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი დააფინანსებს

“საქართველოს ფერმერთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ ნინო ზამბახიძემ და საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და „საქართველოს ფერმერთა ასოციაციას“ შორის, რომლის მიზანიც საქართველოს სოფლის მეურნეობის სფეროში პროფესიული შესაძლებლობების, კვალიფიკაციის ამაღლების და თანამედროვე ტექნოლოგიების გაუმჯობესებაა.

  • “საქართველოს ფერმერთა ასოციაციამ” შეიმუშავა განათლებისა და გადამზადების პროექტი, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი დააფინანსებს.
  • განათლებისა და გადამზადების პროექტი ითვალისწინებს: სოფლის მეურნეობაში დარგობრივი და ზოგადი ტრენინგების ორგანიზებას; კემბრიჯის საერთაშორისო კოლეჯის დისტანციური პროგრამების განხორციელებას; განათლების სფეროში ცნობიერების ამაღლების აქტივობებს.
  • მემორანდუმის გაფორმების საჭიროება მას შემდეგ წარმოიშვა, რაც 2017 წლის 26 ოქტომბერს, საქართველოს პრეზიდენტისა და ფერმერთა ასოციაციის წევრებმა შეხვედრაზე გამოთქვეს სურვილი სახელმწიფოს მხარდაჭერით მიიღონ თანამედროვე ცოდნა არა მარტო ადგილობრივ, არამედ საერთაშორისო საგანმანათლებლო დონეზეც.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *