შემოგვიერთდით

საქართველოს ფოსტა ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია

საქართველოს ფოსტა 2017 წელს ქვეყნის ერთ-ერთ უმსხვილეს დამსაქმებლად იქნა დასახელებული, კომპანიაში დასაქმებულია 2 700-მდე მაღალკვალიფიციური ადამიანი. 2017 წელს საქართველოს ფოსტამ ააშენა 2 ახალი სერვის ცენტრი და განაახლა 16.

კომპანია მუდმივად ზრუნავს თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლებაზე, რისთვისაც სისტემატურად ატარებს სხვადასხვა სასწავლო ტრენინგებს და დღეს საქართველოს ფოსტის თანამშრომელთა კვალიფიკაცია სრულად შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს.

მიმდინარე წელს საქართველოს ფოსტას დაგეგმილი აქვს რიგი სერვის ცენტრების განახლება, ახალი პროდუქტების დანერგვა და მრავალი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო მიმართულებით, რაც კომპანიის მომსახურების ხარისხს კიდევ უფრო გააუმჯობესებს და მომხმარებელს მარტივად და სწრაფად შეეძლება სასურველი მომსახურების მიღება.

საქართველოს ფოსტა წარმოადგენს ლიდერ ეროვნულ საფოსტო ოპერატორს, რომლის ძირითადი საქმიანობაა მომხმარებლის უზრუნველყოფა უნივერსალური საფოსტო მომსახურების სფეროში შემავალი სერვისებით, გამოირჩევა როგორც მომსახურების დიდიარჩევანით, ასევე სერვის ცენტრების ყველაზე ფართო ქსელით.

ამჟამად ქვეყნის მასშტაბით საქართველოს ფოსტის 82 სერვის ცენტრი ფუნქციონირებს.

კომპანია ორიენტირებულია თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებაზე, რაც საშუალებას აძლევს მაქსიმალურად  დაჩქარებულ ვადებში მოემსახუროს მომხმარებლებს.

წყარო: www.gpost.ge

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *