შემოგვიერთდით

საქართველო ბანაკის „WiSci Girls STEAM Camp” – „ქალები მეცნიერებაში“ მასპინძელი ქვეყანაა

წელს პირველად საქართველო გაეროს ფონდის საერთაშორისო ბანაკის „WiSci Girls STEAM Camp” – „ქალები მეცნიერებაში“ მასპინძელი ქვეყანაა.

13-24 აგვისტოს თბილისი პირველად მასპინძლობს საერთაშორისო ბანაკს „Women in Science WiSci Girls STEAM Camp”.

https://www.girlup.org/wisci/#sthash.TmXBbnqJ.dpbs

ბანაკი იმართება აშშ-ის მთავრობის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის ფინანსური მხარდაჭერით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტთან, გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან, ათასწლეულის გამოწვევის ფონდთან, კომპანიებთან Intel, Google თანამშრომლობით.

ბანაკის მიზანია ახალგაზრდებში STEAM (მეცნიერების, ტექნოლოგიების, ინჟინერიის, ხელოვნებისა და მათემატიკის) უნარ-ჩვევების განვითარება, ლიდერობის უნარების ჩამოყალიბება და თანატოლებს შორის გამოცდილების გაზიარება. მასში მონაწილეობას იღებენ 15-18 წლის გოგონები ამერიკის შეერთებული შტატებიდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან და საქართველოდან. მონაწილეები ჩაერთვებიან მრავალფეროვან საგანმანათლებლო და პრაქტიკულ პროგრამებში. ბანაკის ტრენერები არიან Google, Intel, Microsoft და მიკრობიოლოგიის ამერიკული საზოგადოების წარმომადგენლები აშშ-დან.

გოგოების სამეცნიერო ბანაკი წარმოადგენს აშშ-ის მთავრობის ინიციატივას, რომელიც გულისხმობს მომავალი ქალი ლიდერების გაძლიერებას STEAM დისციპლინებში რათა ხელი შეუწყოს მსოფლიოში სტაბილურობასა და კეთილდღეობას. გენდერული თანასწორობისა და ქალების ეკონომიკური გაძლიერების ხელშეწყობა ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მისიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელია, რაც ხელს უწყობს ქვეყნებში ეკონომიკურ ზრდას.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *