შემოგვიერთდით

სექტემბრიდან 1000 პატრულ-ინსპექტორი გადამზადდება

2017 წელს დაიწყო პატრულის გადამზადება და პირველ ეტაპზე დაახლოებით 500 პატრულ-ინსპექტორი იყო გადამზადების კურსებზე.

ნაწილმა გაიარა, ნაწილმა ვერ გაიარა და ასეთი ამ ეტაპზე დაახლოებით 50 პოლიციელი იყო. თავისთავად, ისინი, რომელმაც კურსი ვერ გაიარეს, გათავისუფლდნენ თანამდებობიდან.

თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ისინი ვერასდროს იმუშავებენ პოლიციაში. მათ საბაზისო სასწავლო კურსის გავლის შემთხვევაში ნებისმიერ მიმართულებაზე დაბრუნება შეეძლებათ, ეს იქნება საპატრულო პოლიციის საბაზისო კურსი თუ სხვა.

კურსი, რომელსაც საპატრულო პოლიციის თანამშრომლები გადიან, ძირითადად სამი კომპონენტისგან შედგება. კერძოდ, პატრულ-ინსპექტორებს გამოცდის ჩაბარება უწევთ როგორც ფიზიკურ მომზადებაში, ისე იარაღის სროლაში. ასევე მოწმდება მათ მიერ ადმინისტრაციული ოქმების შევსების ხარისხი.
საპატრული პოლიციის თანამშრომლების გადამზადების პროცესის დასრულების შემდეგ სხვა მიმართულების კადრების გადამზადება დაიწყება, მათ შორის დაგეგმილია გამომძიებლებისა და მესაზღვრეების გადამზადება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *