შემოგვიერთდით

სოკარმა იდეების კონკურსის გამარჯვებული თანამშრომლები გამოავლინა

კომპანია „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმმა“ თანამშრომლებს შორის იდეების კონკურსი ჩაატარა.ჩვენ აღნიშნულის თაობაზე, “სოკარის” ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის უფროსს მარიამ ჩოგოვაძეს გავესაუბრეთ. გთავაზობთ მასთან ინტერვიუს.

HR hub: საიდან წამოვიდა აღნიშნული კონკურსის ჩატარების იდეა ?

იმის გათვალისწინებით, რომ „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი“ ქართულ ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი დამსაქმებელია და ოპერირებს საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში, რთულია მენეჯმენტსა და რიგით თანამშრომლებს შორის ეფექტური კომუნიკაციის დამყარება. კომპანიის HR გუნდს სურდა, პერსპექტიული თანამშრომლების გამოვლენა და წახალისება, ამასთანავე საცალო ქსელის სამსახურს სურდა დაემყარებინა მჭიდრო კავშირი  სამსახურში შემავალ თანამშრომლებთან. ერთობლივი მუშაობის შემდეგ, გადაწყდა იდეების კონკურსის ჩატარება. კონკურსის მიზანი ამავდროულად გამარჯვებული იდეების განხორციელებაში იდეის ავტორების ჩართულობაა. კონკურსი ჩატარდა სამ ეტაპად – 1) იდეების ელექტრონული ფორმით წარდგენა; 2) შერჩეული კონკურსანტების მიერ იდეების პრეზენტაცია; 3) ფინალური პრეზენტაცია კომპანიის დირექტორატთან.

გამარჯვებულებს გადაეცათ შემდეგი ფულადი ჯილდო:

მესამე ადგილს – 1500 ლარი, მეორეს – 2000, გამარჯვებულს კი – 2500

HR hub: როგორი გამოხმაურება მოყვა თანამშრომლებში იდეების კონკურსს? რამდენმა თანამშრომელმა მიიღო მონაწილეობა ?

კონკურსის გამოცხადების დღიდან თანამშრომელები ყველა რეგიონიდან აქტიურად იყვნენ ჩართულები, რაც იდეების კონკურსის ორგანიზატორებთან ყოველდღიური კომუნიკაციით აისახებოდა.

HR hub:ძირითადად რომელი მიმართულებით იყო აქტიურობა ?

თანამშრომლები ძირითადად  წარმოადგენდნენ გაყიდვების და მომხმარებლების ლოიალურობის ზრდაზე  სხვადასხვა მარკეტინგული აქტივობების იდეებს.

HR hub: რომელი იდეები გახდა გამარჯვებული ?

ყველაზე საინტერესო იდეა იყო მომხმარებლის ლოალურობის ზრდაზე ორიენტირებული. სამწუხაროდ დეტალებს ვერ გაგაცნობთ ამ ეტაპზე, თუმცა მომავალში მას აუცილებლად განვახორციელებთ

HR hub: ვინ შეაფასა იდეები ?

იდეები განიხილეს და შეაფასეს კომპანიის დირექტორმა, საცალო ქსელის სამსახურის ხელმძღვანელმა, ადამიანური რესურსების მართვის სამსახურმა და მარკეტინგის თანამშრომლებმა.

HR hub: რა კრიტერიუმებით შეარჩიეთ ისინი ?

მთავარი იყო თანამშრომლებს წარმოედგინათ მაქსიმალურად საინტერესო,  და ამავდროულად ფინანსურად სარგებლის მომცემი იდეები.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *