შემოგვიერთდით

სოფლის მეურნეობისა და ინჟინერიის სფეროს პროფესიული პროგრამების საჯარო განხილვა გაიმართება

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრსა და გაეროს შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე მიმდინარეობს პროფესიული განათლების მოდერნიზაცია.

პროექტის მესამე კომპონენტის ფარგლებში მიმდინარე წელს დასრულდება სოფლის მეურნეობისა და ინჟინერიის სფეროს (სასურსათო ტექნოლოგიების) პროფესიული პროგრამების ჩარჩო დოკუმენტების შემუშავება. დაინტერესებულ მხარეებს ვთავაზობთ შემუშავებულ პროექტთა საჯარო განხილვას პარასკევს, 30 მარტს 10 სთ-დან 15 სთ-მდე განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში, მე-4 სართულზე. მოდულთა პროექტები შეგიძლიათ იხილოთ ცენტრის ვებ-გვერდის გასული კვირის სიახლეებში. წარმოგიდგენთ პროგრამების ჩამონათვალს, განხილვის გრაფიკსა და მოკლე აღწერილობას პრეზენტაციების სახით.

10 სთ-დან 12სთ-მდე
• ბიომეურნეობა 
• მემცენარეობა 
• მებოსტნეობა 

12 სთ-დან – 14სთ-მდე 
• ვეტერინარია 
• მეფრინველეობა 
• ფერმერობა
• მექანიზაცია 

14 სთ-დან 15სთ-მდე 
• რძის, ხორცის, პურისა და მარცვლეული პროდუქტების გადამუშავება
• სასმელების წარმოება 

საკონტაქტო პირი თეა ნადირაძე, ელ-ფოსტა t.nadiradze@eqe.ge

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *