შემოგვიერთდით

სპეციალური ფასდაკლება HR hub-ის წევრებს Bene Exclusive-ის ყველა მომსახურებაზე

სატრანსპორტო კომპანია ,,ბენე ექსკლუზივი” მომხმარებელს სთავაზობს უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებას უახლესი, მაღალი კლასის ავტომობილებით, როგორებიცაა: Mercedes-Benz, Toyota, Lexus. კომპანიის მიზანს მომხმარებლისთვის საუკეთესო გამოცდილების შექმნა წარმოადგენს.

,,ბენე ექსკლუზივის” პრიორიტეტებია უსაფრთხოების, ხარისხისა და კომფორტის შექმნა მომხმარებლისთვის. ამისთვის კომპანიის პროფესიონალთა გუნდი ყოველთვის ზრუნავს მგზავრობისთვის მნიშვნელოვანი დეტალების გათვალისწინებაზე.

კომპანია ზრუნავს მომხმარებელზე და ორგანიზებას უწევს ბიზნეს შეხვედრების, განსაკუთრებული დღეების, კორპორატიული ღონისძიებებისა თუ აეროპორტში დახვედრა/გაცილების სერვისს. რაც მთავარია, ეს ყველაფერი პროფესიონალი პროტოკოლის სამსახურის თანამშრომლების მიერ ხორცილდება, რომლებიც წინასწარ გეგმავენ და ამუშავებენ ინდივიდუალურ პროექტებს.

აღსანიშნავია, რომ ბენე ექსკლუზივთან ერთად მგზავრობისას ავტომობილი, მგზავრები და ბარგი დაზღვეულია. ასევე, გასათვალისწინებელია ინოვაციური უსაფრთხოების სისტემები და კომფორტი, რომელიც იდეალურს ხდის შორ გზაზე მგზავრობას.

გარდა სატრანსპორტო მომსახურებისა, ბენე ექსკლუზივი ახორციელებს ისეთ მასშტაბურ, ინოვაციურ ბიზნეს პორექტებს, როგორიცაა Networking Georgia და Mercedes-Benz Business Week Georgia. ბიზნეს პროექტების უმთავრეს მიზანს ქართული ბიზნეს სექტორის განვითარების ხელშეწყობა და ამ პროცესში უცხოელი ინვესტორების აქტიური ინტეგრირება წარმოადგენს.

,,ბენე ექსკლუზივი” ყველა მომსახურებაზე HR hub-ის წევრებს 10%-დან ფასდაკლებას სთავაზობს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *