შემოგვიერთდით

„სტაჟირების პროგრამების საჭიროებები და მოლოდინები “ USAID-ის პროექტი გამოკითხვას ატარებს

„საჭიროებები და მოლოდინები სტაჟირების პროგრამასთან დაკავშირებით“  – USAID-ის პროექტი Yes-Georgia გამოკითხვას ატარებს.

პროექტის – “ახალგაზრდების სამეწარმეო უნარ-შესაძლებლობების, დასაქმებისა და შემოსავლის გენერირების მხარდაჭერის“ (YES – Georgia) მიზანია ხელი შეუწყოს ახალგაზრდების დასაქმების და თვითდასაქმების შესაძლებლობების გაზრდას სამუშო ადგილებზე პრაქტიკული ცოდნის მიღების საშუალებით და ახალგაზრდების მხარდამჭერი პრაქტიკის დანერგვით. პროექტის ერთ-ერთი ინიციატივაა, ახალგაზრდებისადმი მეგობრულად განწყობილი ბიზნეს-კომპანიების მიერ შეიქმნას “ახალგაზრდების მეგობართა ბიზნეს-ჯგუფი“, რომელიც ხელს შეუწყობს ახალგაზრდების სტაჟირების პროგრამის განხორციელებას და ახალგაზრდების შემდგომ დასაქმებას.

“საინტერესოა კომპანიების მოსაზრების და დამოკიდებულების გაგება და მათი საჭიროებებისა და მოლოდინების გარკვევა სტაჟირების პროგრამასთან დაკავშირებით, ამიტომ გიზიარებთ პროექტის ფარგლებში მომზადებულ მოკლე გამოკითხვას ამ საკითხთან დაკავშირებით. თქვენი მოსაზრებები დაგვეხმარება შემდგომი ნაბიჯების დაგეგმვაში.  გთხოვთ, 18 მაისისთვის მოგვაწოდოთ შევსებული გამოკითხვის ფორმა.” – Yes-Georgia

გამიკითხვაში მონაწილეობის მისაღება შეგიძლიათ ამ აპლიკაციის მეშვეობით: https://goo.gl/JEYbZP

HR hub მიესალმება და მხარს უჭერს ამ და სხვა ინიციატივებს, რომლებიც საინტერესო და სასარგებლო იქნება, როგორც კომპანიებისთვის ასევე ახალგაზრდებისთვის.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *