შემოგვიერთდით

“ტოპ მძღოლი” – Taxify-ის კამპანიაში თანამშრომლები და მომხმარებლები ჩაერთვნენ

ყოველდღიურად თბილისში, ტაქსიფაის პარტნიორი მძღოლები უამრავს მუშაობენ რათა კომფორტულად მოემსახურონ მგზავრებს.

ზოგჯერ მძღოლები აკეთებენ გაცილებით მეტს ვიდრე უბრალოდ ქალაქში გადაადგილება. ზოგი დაკარგულ ნივთს აბრუნებენ, ზოგიერთი ბარგის სახლში ატანაში ეხმარებიან მგზავრბა, ზოგი ბავშვებს ართობს და ეხუმრება გზაში ყოფნისას. ეს მომენტი ბევრს გამოუცდია.

კომპანიამ დააწესა #ტოპმძღოლი – ს ჯილდო და მგზავრებს მისცა შესაძლებლობა ყველა ეს დაუვიწყარი მომენტი და ისტორია გაევიზებინათ სოციალურ ქსელში ან აპლიკაციის მეშვეობით.

მაგალიათდ: თუ თქვენს ისტორიას შეარჩევენ თქვენ მიიღებთ უფასო მგზავრობის 100 ლარიან ვაუჩერს ხოლო მძღოლი 500 ლარს მიიღებს ბონუსად.

კამპანიის დაწყების აღსანიშნავად კომპანიამ გამოავლინა #ტოპმძღოლი – გიორგი!

გიორგი რამდენიმე თვეა რაც ტაქსიფაის მეშვეობით დამატებით შემოსავალს გამოიმუშავებს, თუმცა მას ყველაზე მეტად ხალხთან ურთიერთობა მოსწონს. არ ყოფილა დღე რომ გიორგიზე კომპლიმენტებით აღსავსე წერილი არ მოეწერა მგზავრს და ვიფიქრეთ რამდენიმეს გაგიზიარებდით.

ნანიკო

გუშინ არტგენიდან ტაქსით წავედი სახლში. Taxify-ს მანქანა მოვიდა,ხშირად დავდივარ ხოლმე ამ კომპანიის ტაქსით, მაგრამ ამ ბოლოს დიდი ხანია არ მიმგზავრია, ჯერ სიგრილე მანქანაში,სასიამოვნო სუნი. შემოგვთავაზა ტკბილეული, შოკოლადი, საღეჭი რეზინი, ტელეფონის დატენვა,Wi-Fi, რა მუსიკაც გინდათ ჩართეთო, საბარგულში მანქანის მაცივარს ვაყენებ მალე რო მგზავრებს ცივი წყალი მაინც შევთავაზო და მაქსიმალური კომფორტი შევუქმნაო.

თაკო

5 ძალიან დამღლელი დღის შემდეგ ჩემი საყვარელი კომპანიის სერვისით რომ ვსარგებლობ და ასეთი კეთილგანწყობილი მძღოლი და კეთილმოწყობილი მანქანა მხვდება, ამაზე მეტი შვება რამ უნდა მომიტანოს არც კი ვიცი. მადლობა!

ქალბატონი მანანა კი იანვრის 🔝 მძღოლია. ის პირველი ქალბატონი მძღოლია, რომელმაც ამ ნომინაციაში გაიმარჯვა.

“ვაშაააააა! როგორ გამეხარდააა!! სუპერ ქალბატონი მანანა! აი, თუ გაინტერესებთ, როგორი უნდა იყოს პროფესიონალი მძღოლი, ნახეთ როგორ მართავს მანქანას ქალბატონი მანანა!” – წერენ მომხმარებლებისოციალურ ქსელში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *