შემოგვიერთდით

ტურიზმის პირველი უმაღლსი სასწავლებელი Vatel-Georgia წლის ბოლომდე 50 სტუდენტს მიიღებს

თბილისში სასტუმროებისა და ტურიზმის მენეჯმენტის საერთაშორისო უნივერსიტეტი გაიხსნება, რომელიც პრესტიჟული ფრანგული ბიზნეს სკოლის – „ვატელის” ეგიდითა და ბრენდით იქნება წარმოდგენილი. უნივერსიტეტის პრეზენტაცია უკვე გაიმართა. 50 სტუდენტს კი წლის ბოლომდე მიიღებს.

სწავლების  საფასური  იქნება წელიწადში 5000 ევრო.

ურთიერთთანამშომლობის მემორანდუმი ქართული და ფრანგული მხარეების – საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტ SEU-ს, „Block Invest”-ს და GroupVatel-ს შორის, საქართველოში „ვატელის“ უნივერსიტეტის გახსნის თაობაზე გაფორმებულია.

„ვატელი“ არის რეიტინგით პირველი სკოლა სასტუმროებისა და ტურიზმის მენეჯმენტის მიმართულებით, რომელსაც მსოფლიოს მასშტაბით 35 უნივერსიტეტი აქვს გახსნილი, ჰყავს 7 000 სტუდენტი და 30 000 კურსდამავრებული.

აღსანიშნავია, რომ 2016 წელს „ვატელი“ გახდა საუკეთესო უნივერსიტეტი სასტუმროებისა და ტურიზმის მენეჯმენტის მიმართულებით / Best Hospitality Management School – 2016. „ვატელი“ ყველა დიდ საერთაშორისო სასტუმრო ოპერატორთან მჭიდროდ თანამშრომლობს. მათი წარმომადგენლები სისტემატურად ატარებენ ტრენინგებს „ვატელის“ სტუდენტებისთვის, სტუდენტები კი ესწრებიან მსოფლიო დონის ფორუმებს, კონფერენციებს, სემინარებს. სასტუმროების წარმომადგენლები იწვევენ სტუდენტებს პრაქტიკის გასავლელად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში.

ეს ყველაფერი „ვატელის“ კურსდამთავრებულს აძლევს საშუალებას დასაქმდეს სწავლის დასრულებისთანავე. შესაბამისად „ვატელს“ 35 წლიანი არსებობის მანძილზე 100 % იანი დასაქმების სტატისტიკა აქვს.

“Vatel-ის კურსდამთავრებულებზე მოთხოვნა იმდენად მაღალია, რომ სასწავლებელი პასუხისმგებლობას აიღებს მათ დასაქმებაზე, საქართველოში და საზღვარგარეთ.

„ეს არის ის, რაც დღეს საქართველოს სჭირდება, ვინაიდან საქართველოში ტურიზმი იზრდება იმაზე სწრაფად, ვიდრე ხდება პროფესიონალების მომზადება. უმნიშვნელოვანესია, რომ ისეთი საერთაშორისოდ აღიარებული ბრენდი, როგორიცაა „ვატელი”, შემოდის საქართველოში და სულ მალე გვეყოლება საერთაშორისო კვალიფიკაციის სპეციალისტები ამ სფეროში. მინდა, მადლობა გადავუხადო კომპანია „ბლოკ ინვესტს” და “საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტ სეუ”-ს ამ ინიციატივის განხორციელებისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სასწავლებელს ექნება საერთაშორისო მასშტაბი და დარწმუნებული ვარ, მეზობელი ქვეყნებიდან არაერთი ახალგაზრდა მოისურვებს საქართველოში ჩამოსვლას სასწავლებლად. დღევანდელი დღე არის მნიშვნელოვანი, რადგან სულ მალე ჩვენ გვეყოლება საქართველოში საერთაშორისო დონის, უმაღლესი კვალიფიკაციის პროფესიონალები სტუმარ-მასპინძლობის სფეროში,” – გიორგი კვირიკაშვილი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *