შემოგვიერთდით

ტყიბულის შახტებში არსებულ შრომის პირობებს გერმანული კომპანია „DMT ჯგუფი“ შეისწავლის

ტყიბულის შახტებში არსებულ შრომის პირობებს გერმანული კომპანია „DMT ჯგუფი“ შეისწავლის. გადაწყვეტილება სამმხრივი კომისიის სხდომაზე დღეს ერთხმად მიიღეს. შერჩევის კრიტერიუმები წინასწარ განსაზღვრული, ტექნიკური რეგლამენტით იყო გაწერილი.

140 წლიანი გამოცდილების მქონე გერმანული კომპანია 5 კვირის განმავლობაში ქართველ კოლეგებთან ერთად იმუშავებს. ორგანიზაციას ამ დარგში აკრედიტებული საერთაშორისო დონის 75-ზე მეტი ექსპერტი ჰყავს.
ექსპერტიზის მიზანს შახტაში სამუშაოების წარმოების მიზანშეწონილობისა და შესაბამისი ობიექტების უსაფრთხოების შესწავლა წარმოადგენს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *