შემოგვიერთდით

უახლესი კვლევის შედეგები: “საჯარო სექტორი წამყვანია დაქირავებით დასაქმების მიმართულებით”

“სოციალურ მეცნიერებათა ცენტრის“ ჩატარებული კვლევის მიხედვით, საჯარო სექტორი დღეს წამყვანია საქართველოში დაქირავებით დასაქმების მიმართულებით (75%).

რესპონდენტების უმრავლესობა დასაქმებულია საგანმანათლებლო სექტორში (23%), რომელიც ქვეყნის მშპ-ს შემადგენელი ერთ-ერთი დაბალპროდუქტიული დარგობრივი სტრუქტურაა;

პროექტი – “განათლების ამონაგები, დასაქმების ბაზარი და შრომითი კმაყოფილება საქართველოში” ეხება განათლებასა და დასაქმებას შორის კავშირს საქართველოში და მოიცავს სამ ძირითად საკითხს:

  • განათლების ინდივიდუალური ამონაგები (ფინანსური სარგებელი),
  • განათლების შესაბამისობა დასაქმების ბაზართან
  • შრომითი კმაყოფილება.

წიგნი მომზადებული და გამოცემულია სოციალურ მეცნიერებათა ცენტრის მიერ ფონდი “ღია საზოგადოება – საქართველოს” მხარდაჭერით.

წყარო: www.css.ge

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *