შემოგვიერთდით

ფონდმა “ოქროს ფრთამ” წლის ლაურეატები გამოავლინა – ქართული ჟურნალისტიკის “ოსკარი”

ჟურნალისტთა საერთაშორისო ფონდმა “ოქროს ფრთამ” წლის ლაურეატები  გამოავლინა.

სპეციალურმა ჟიურიმ ქართული ჟურნალისტიკის “ოსკარი” ამ სფეროში წარმატებულ პროფესიონალებს გადასცა.

მათ შორისაა ტელეკომპანია TV1-ის ორი წარმომადგენელი: გიორგი ისაკაძე და დიანა ტრაპაიძე, რომლებსაც “ოქროს ფრთა” და სპეციალური სიგელები  გადაეცათ. ასევე დაჯილდოვდა ნოდარ მელაძე და ბეჭდური და ციფრული მედიის წარმომადგენლები.

2017 წელს “ოქროს ფრთის” მეთხუთმეტე დაჯოლდოება გაიმართა.

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *