შემოგვიერთდით

ფორუმი „CSR და შრომითი სტანდარტები“ გაიმართა

„კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა და შრომითი სტანდარტები“ – ასე ერქვა ფორუმს რომელიც CSRDG-ს ორგანიზებით სასტუმრო “ქორთიარდ მერიოტში”, გაიმართა.

ღონისძიება გახსნეს:
ეკა ურუშაძემ, საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრის (CSRDG), აღმასრულებელმა დირექტორმა;
ია თიკანაძემ, ფრიდრიხ ებერტის ფონდის საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორმა;
არად ბენკომ, ავსტრიის ელჩმა საქართველოში;
რუდოლფ მიხალკამ, სლოვაკეთის რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში.

ფორუმის მიზანი იყო კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მნიშვნელობის წარმოჩენა შრომითი სტანდარტების დანერგვასა და საერთაშორისო ხელშეკრულებების მოთხოვნათა შესრულებაში; ევროპული ქვეყნების გამოცდილების გაზიარება და საკითხის გარშემო დისკურსის სტიმულირება.
ღონისძიებას , სახელისუფლებო, ბიზნეს და სამოქალაქო სექტორის 150 მეტი წარმომადგენელ დაესწრო.

ღონისძიების მხარდამჭერი იყო: ფრიდრიხ ებერტის ფონდი, საქართველოს შრომის; ჯანმრთელობის და სოცილაური დაცვის სამინისტრო;
ფორუმის მსვლელობისას ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტები საუბრობდნენ ისეთი მნიშვნელოვანი საკითხების გარშემო, როგორიცაა საქართველოში შრომითი სტანდარტების დაცვა, სამუშაო გარემოს გაუმჯობესება და საერთაშორისო მოთხოვნების დაკმაყოფილება.

საერთაშორისო პრაქტიკის შესახებ ისაუბრეს: მარტინ ნეურეიტერი (ავსტრია) და ლუკას ბაკოსი (სლოვაკეთი), რომლებიც დარგის წამყვანი სპეციალისტები არიან არა მხოლოდ თავიანთ ქვეყნებში, არამედ საერთაშორისო მასშტაბით.

ფორუმის შემდეგ გაიმართა მასტერკლასი: “კომპანია, როგორც პასუხისმგებელი დამსაქმებელი“ (CSR და შრომითი სტანდარტები). მასტერკლასს დაესწრო საქართველოში მოქმედი საშუალო და მსხვილი ბიზნეს კომპანიების 22 წარმომადგენელი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *