შემოგვიერთდით

შენი იდეა ქალაქის მერს – ელექტრონული პორტალის პრეზენტაცია მერიაში

თბილისის მერიაში “შენი იდეა ქალაქის მერს” -ელექტრონული პორტალის პრეზენტაცია გაიმართა. დედაქალაქის მოქალაქეებს საშუალება აქვთ წარმოადგინონ იდეები და პროექტები, თუ რა შეიძლება გაკეთდეს თბილისის განვითარებისთვის. პორტალზე თქვენ იხილავთ ყველა იმ კატეგორიას, რა მიმართულებითაც თბილისის მერია მუშაობს. მათ შორის სკოლამდელი, არაფორმალური და პროფესიული განათლება. იმისათვის, რომ თქვენი იდეა/პროექტი შესთავაზოთ მერიას, უნდა ეწვიოთ პორტალს idea.tbilisi.gov.ge, აირჩიოთ კატეგორია და შეავსოთ შესაბამისი ინფორმაცია. მას შემდეგ, რაც თქვენი იდეა გამოქვეყნდება ვებ-გვერდზე, სხვა მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ ხმის მიცემით მხარი დაუჭირონ თქვენს პროექტს. თუ პროექტი საინტერესო იქნება, ის აუცილებლად განხორციელდება.

“მე მინდა, რომ თოთუეული ჩვენთაგანი იყოს ჩართული ქალაქის განვითარებაში” – განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ და მოქალაქეებს მოუწოდა ჩაერთონ თბილისის განვითარებაში.

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *