შემოგვიერთდით

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი კომპანიებს პერსონალის შერჩევისათვის საკვანძო კომპეტენციების შეფასების სერვისს სთავაზობს

ახალი პროექტის ფარგლებში ცენტრი დამსაქმებლებს სთავაზობს პერსონალის შერჩევისათვის მეთოდოლოგიურად გამართულ სერვისს, რომელიც ითვალისწინებს კომპეტენციების დამადასტურებელი სერტიფიკატის გაცემას შემდეგ სფეროებში:

  • ინგლისური ენის ცოდნა;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • ძირითადი სააზროვნო უნარები;
  • ქართული ენის ცოდნა და ფუნქციური წერა;
  • საკანცელარიო უნარები.

პროექტის ფარგლებში შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრთან თანამშრომლობის სურვილი უკვე გამოთქვა რამდენიმე კომპანიამ.

შეთავაზება საინტერესოა დასაქმების მსურველთათვისაც:

  • დასაქმების მსურველს ექნება შესაძლებლობა სხვადასხვა ორგანიზაციაში მრავალჯერადი ტესტირების გავლის ნაცვლად ცენტრში გაიაროს შესაბამისი ტესტირება და აიღოს საკუთარი კომპეტენციის დამადასტურებელი სერტიფიკატი, რომელიც აღიარებული იქნება  დამსაქმებელთა მიერ;
  • მონაწილეს შეთავაზებული კალენდრიდან შეუძლია თავად აირჩიოს ტესტირების სასურველი თარიღი და ანალოგიურ ტესტირებებთან შედარებით საგრძნობლად დაბალ ფასად გაიაროს ტესტირება.

პროექტი შემოდგომიდან დაიწყება. დეტალური ინფორმაცია გამოქვეყნდება აგვისტოს თვეში.

ვებ-გვერდი: www.naec.ge

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *