შემოგვიერთდით

სოციალური მომსახურების სააგენტო სასტუმრო “რუმსში” მედია ტურს მართავს

სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დასაქმების პროგრამების დეპარტამენტი ყაზბეგში, სასტუმრო “რუმსში” ორ დღიან მედია ტურს მართავს.

ტურის ფარგლებში სააგენტოს ხელმძღვანელები, შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი ქალბატონი ელზა ჯგერენაია და სოციალური მომსახურების სააგენტოს დასაქმების პროგრამების დეპარტამენტის თანამშრომლები განხორციელებული აქტივობების, დასაქმების მიმდინარე პოროქტებისა და სამომავლო გეგმების შესახებ აკეთებენ პრეზენტაციებს.

მათ შორისაა, 2017 წლის პროფესიული მომზადება-გადამზადების და კვალიფიკაციის ამაღლების  (სტაჟირება) სახელმწიფო პროგრამა. ასევე ჯამდება ჩატარებული ფორუმების შედეგები და ფასდება უწყვეტი პროფესიული კონსულტირებისა და კარიერის დაგეგმვის სერვისების ეფექტიანობა.

შეხვედრაზე დასაქმების პროგრამების დეპარტამენტის წარმომადგენლები საუბრობენ შეზღუდული შესაძლებლობებისა და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირთა მხარდაჭერით დასაქმებასთან დაკავშირებულ სიახლეებისა და მიღწეული შედეგების შესახებ.

ტურზე შეჯამდა მუშაობის 9 თვის შედეგები.

მედიასთან ერთად შეხვედრას დაესწრნენ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერები და HR hub-ის დამფუძნებელი ანა ნავდარაშვილი.

მედია ტური  6 ოქტომბერს დაიწყო და 7 ოქტომბერს დასრულდება.

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *