შემოგვიერთდით

შრომის უსაფრთხოება როგორც აუცილებელი და პროდუქტიული ინვესტიცია

საქართველოში ბოლო დროს განსაკუთრებით აქტუალური გახდა შრომის უსაფრთხოების საკითხი კომპანიებში. საქართველოს კანონი შრომის უსაფრთხოების შესახებ გვთხოვს გვყავდეს სერთიფიცირებული შრომის უსაფრთხოების წარმომადგენლები ბიზნესში. აღიშნულ საკითხზე ჩვენ ვესაუბრეთ ,,საფკოს“ დამფუძნებელს, შრომის უსაფრთხოების საერთაშორისო ექსპერტს – დავით თხელიძეს.

HR hub: ბატონო დავით რატომ არის  შრომის უსაფრთხოება მნიშვნელოვანი?

ზოგ ბიზნესს მიაჩნია, რომ შრომის უსაფრთხოება  მხოლოდ და მხოლოდ ჩაფხუტის და ამრეკლი ჟილეტის მოხმარებაა, ზოგი ფიქრობს რომ ეს არის დოკუმენტების დასტა, რომელიც მხოლოდ გარკვეული აღმასრულებლის შემოწმების დროს გამოიყენება, ზოგს ჰგონია, რომ შრომის უსაფრთხოება საერთოდ არ არის აქტუალური მათი ბიზნესისთვის.

შრომის უსაფრთხოების გამართული სისტემა ყველა ბიზნესის წარმატების საწინდარია. მისი მოქნილი და ინტეგრირებული მმართელობითი სისტემა ეხმარება ორგანიზაციას მიაღწიოს ნულოვან ინციდენტებს სამუშაო პროცესში, რომელიც თავის მხრივ გულისხომს ნაკლებ სასამართლო დავებს და გადასახდელ კომპენსაციებს, შემცირებულ სადაზღვევო პრემიებს, გაუმჯობესებულ სამუშაო პროცესს და მოტივირებულ დასაქმებულებს.

შრომის უსაფრთხოების მართვის სისტემის დანერგვა უზრუნველყოფს:

  • ორგანიზაციაში კვალიფიციური კადრების მოზიდვა-შენარჩუნებას;
  • წარმოებული პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესებას;
  • საწარმოო პროცესის უწყვეტობას;
  • უპირატესობას საჯარო თუ კერძო ტენდერებში;
  • ჯარიმებისა და სასამართლო დავების თავიდან აცილებას;
  • დანადგარების, ხელსაწყოების, მოძრავი ტექნიკის და ზოგადად სამუშაო სივრცის დაზიანებისგან გამოწვეული ხარჯების აცილებას;
  • ჯანსაღ და ჯანმრთელ გარემოს;
  • კანონთან შესაბამისობას.

HR hub: საიდან უნდა დავიწყოთ კომპანიაში შრომის უსაფრთხოების სტანდარტების დანერგვა?

მსოფლიოში წარმატებული კომპანიების გამოცდილებაზე დაყრდნობით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ შრომის უსაფრთხოების ციკლის შესწავლა უნდა დაიწყოს კომპანიის უმაღლესი იერარქიის წარმომადგენლებიდან (დირექტორები, მენეჯერები, ზედამხედველები, ბორდის წევრები, სხვადასხვა სექტორის ხელმძღვანელები). ეს სისტემა არის ინტეგრირებული მართვის პრინციპზე აწყობილი და სწორედ უმაღლესი რგოლების ჩართულობას ითვალისწინებს.

სწორი პროცედურების ორგანიზებით და დანერგვით ყველა ეტაპი, რაც ზემოთ ვახსენეთ მიღწევადია.

წარმატებული კომპანიები სწორედ ამ გამოცდილებაზე და პრინციპებზე დგანან. დღევანდელ დღეს ცივილიზებულ სამყაროში ბიზნესი, სადაც პირველ პრიორიტეტად შრომის უსაფრთხოების პოლიტიკა და სტრატეგია არ არის წარმოდგენილი ვერანაირად ვერ იქნება წარმატებული, განსაკუთრებით მომატებული საფრთხის შემცველ ინდუსტრიებში.

HR hub: ვინ არის ,,საფკო“ ?

თუ ეძებთ კომპანიას, რომელიც კონსულტაციას გაგიწევთ ჯანმრთელობის დაცვისა და შრომის უსაფრთხოების საკითხებში, დაგინერგავთ შრომის უსაფრთხოების მართვის სისტემას და თქვენი თანამშრომლების სერტიფიცირებას შეძლებს, მაშინ მიმართეთ “საფკო“ – ს.

კომპანია “საფკო“ წარმოადგენს უდიდესი ბრიტანული შრომის უსაფრთხოების საერთაშორისო ორგანიზაციის IOSH-ისპარტნიორს საქართველოში და გააჩნია აკრედიტაცია ქართულ ენაზე ჩაატაროს შრომის უსაფრთხოების საფუძვლების სასწავლო კურსი.

“საფკო“ გახლავთ პროფესიონალი კადრებით დაკომპლექტებული გუნდი, ყველა უმაღლესი ხარისხის სერტიფიცირებით შრომის უსაფრთხოების სფეროში, 15 წელზე მეტი სამუშაო გამოცდილებითა და პრაქტიკით.

“საფკო“ როგორც შრომის უსაფრთხოების კონსულტანტი შედის ბიზნესის ნებისმიერ სექტორში შრომის უსაფრთხოების პრინციპების სამართავად და ნერგავს მსოფლიოს საუკეთესო პრაქტიკას ორგანიზაციებში. “საფკო“-ს პარტნიორობი არიან უდიდესი კომპანიები და ჩვენ ვმუშაობთ უმსხვილეს პროექტებზე საქართველოს მასშტაბით.

“საფკო“ ფლობს უმაღლესი ხარისხის ჯანმრთელობის დაცვისა და შრომის უსაფრთხოების საერთაშორისოდ ავტორიზებულ სერტიფიკატებს:

NEBOSH (IGC); IOSH (Managing safely); IOSH certified trainers; OHSAS18001/ISO45001 Lead Auditors; NFPA (National Fire protection administration); SsoW specialists; Certified incident investigators და ასე შემდეგ.

HR hub: რას გთავზობთ ,,საფკო“ ?

„საფკო“ გთავაზობთ თქვენს ორგანიზაციაში შრომის უსაფრთხოების სისტემის დანერგვას და მართვას; ახალი კანონმდებლობის შესახებ კონსულტაციას და ტრენინგებს საერთაშორისოდ აღიარებული პროვაიდერებისგან (IOSH). ასევე, ტრენინგებს, რომლებიც ადაპტირებული და მორგებულია კლიენტის მოთხოვნებზე.

IOSH-ის პროგრამა განკუთვნილია როგორც შრომის უსაფრთხოების სპეციალისტებისთვის, ასევე შუა და ზედა რგოლის მენეჯმენტის წარმომადგენლებისთვის.

კურსი მოიცავს ყველა იმ საბაზისო მოდულს, რომელიც აღიარებულია მსოფლიო საუკეთესო პრაქტიკის მიერ. კურსის უპირატესობაა ის, რომ მსმენელს რომელიც წარმატებით გაივლის და გახდება სერთიფიკატის მფლობელი, აღარ საჭიროებს ყოველ 3 წელიწადში განმეორებით გადაბარებას და ლიცენზიის მოპოვებას, რაც ადგილობრივ აკრედიტირებულ პროგრამებშია გათვალისწინებული.

ეს კურსი არის დროში მოქნილი და თეორიულ ნაწილს 35 საათში ფარავს, ხოლო პრაქტიკული ნაწილი რომელიც 80 საათს მოიცავს, არის თავისუფალ გრაფიკზე დაფუძნებული და მსმენელს დროის შეზღუდვა არ აქვს.

კურსი არის მთელ მსოფლიოში აღიარებული და სერტიფიცირება მოქმედებს არა მარტო საქართველოში, არამედ მსოფლიოს მასშტაბით.

ეს კურსი უკვე გაიარა 100-ზე მეტმა დელეგატმა, მათ შორის ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსებმა და თანამშრომლებმა. კურსდამთავრებულები აქტიურად არიან ჩართულნი საწარმოო პროცესების მონიტორინგში და აგრძელებენ კონსულტაციების დონეზე თანამშრომლობას კომპანია“საფკო“-სთან.

HR hub: და ბოლოს, რას ურჩევდით ბიზნესის მმართველებს?

იყავით პრაგმატულები და რაციონალურები, განიხილეთ შრომის უსაფრთხოება, როგორც აუცილებელი და პროდუქტიული ინვესტიცია და შედეგიც არ დააყოვნებს თქვენს კომპანაში.

ნუ შეგაშინებთ შრომის უსაფრთხოების ახალი მოთხოვნებისგან შექმნილი გამოწვევები. სწორი მენეჯმენტითა და სათანადო ჩართულობით ეს გამოწვევები მხოლოდ და მხოლოდ გააუმჯობესებს თქვენს კომპანიას.

HR hub “საფკო“-სთან ერთად ყოველთვე შემოგთავაზებთ სტატიებს – შრომის უსაფრთხოების საკითხებზე.

www.safco.ge

Facebook: SafCo • საფკო

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *