შემოგვიერთდით

შრომის უსაფრთხოების კანონპროექტი – სადისკუსიო ფორმატში დამსაქმებლებიც ჩაერთვებიან?!

დღს  16:00 საათზე საქართველოს პარლამენტში (თბილისი) გაიმართება საკომიტეტო კანონპროექტის განხილვა – ,,შრომის უსაფრთხოების შესახებ“.

გარდა ამისა, საქართველოს პარლამენტი გეგმავს  შრომის უსაფრთხოებისა და შრომითი უფლებების დაცვის საკითხების განხილვისა და შესაბამისი მექანიზმების შემუშავების მიზნით ფართო სადისკუსიო ფორმატის შექმნას.

ირაკლი კობახიძის თქმით, მნიშვნელოვანია, დამსაქმებლებიც იყვნენ ჩართული შესაბამისი სამართლებრივი მექანიზმების შემუშავების პროცესში.

“შრომის უსაფრთხოების მაღალი სტანდარტის დამკვიდრება მიმართული უნდა იყოს, ერთი მხრივ, დასაქმებულთა უფლებების, ხოლო, მეორე მხრივ, დამსაქმებელთა ინტერესების დაცვისკენ, ამდენად, მნიშვნელოვანია, დამსაქმებლებიც იყვნენ ჩართული შესაბამისი სამართლებრივი მექანიზმების შემუშავების პროცესში.
ჯანსაღი ეკონომიკური და სოციალური გარემოსთვის, საჭიროა უზრუნველვყოთ ჰარმონიული ურთიერთობა დამსაქმებლებსა და დასაქმებულებს შორის, რაც გაზრდის შრომის პროდუქტიულობას, ხელს შეუწყობს კომპანიების გაძლიერებას და ქვეყნის მდგრად ეკონომიკურ განვითარებას“, – ნათქვამია პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებაში.

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *