შემოგვიერთდით

“შრომის უსაფრთხოების კანონის” მიღება გაჭიანურდა?!

EMC და საია საქართველოს მთავრობასა და ეკონომიკისა დამდგრადი განვითარების სამინისტროს მოვუწოდებს დაუყოვნებლივ უზრუნველყონ ეფექტიანი „შრომისუსაფრთხოების კანონის“ ტექსტზე შეჯერება.

5 თებერვალს საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტს მეორე მოსმენით უნდა განეხილა „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ კანონის პროექტი. თუმცა, კანონპროექტის ინიციატორმა – საქართველოს მთავრობამ არ წარმოადგინა საკანონმდებლო პაკეტი განხილვისათვის და შიდაუწყებრივი პოზიციების შეჯერებისათვის დამატებითი ერთი კვირა ითხოვა. ნიშანდობლივია, რომ საკომიტეტო მოსმენას არ ესწრებოდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენლები, რომელთა პრინციპულ პოზიციებსაც უკავშირდება კანონპროექტის ტექსტზე შეუთანხმებლობა და კანონის მიღების გაჭიანურება.

განცხადების ხელმომწერი ორგანიზაციები მოვუწოდებენ საქართველოს მთავრობას, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და საქართველოს პარლამენტს:

  • საქართველოს მთავრობამ და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ უმოკლეს ვადაშიუზრუნველყონ კანონის პროექტის იმგვარ ტექსტზე შეჯერება, რაც სრულად გამორიცხავს სამუშაო ჯგუფშიდამუშავებული ვერსიის დასუსტებას და დამატებით გაითვალისწინებს იმ არსებით საკითხებს, რაცუპირობოდ მნიშვნელოვანია ეფექტიანი რეფორმის გატარებისათვის;
  • საქართველოს პარლამენტმა უმოკლეს ვადებში მიიღოს კანონი „შრომის უსაფრთხოების შესახებ“, რომელიც რეალურად უპასუხებს ქვეყანაში შრომის უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებს.

წყარო: cso.ge

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *