შემოგვიერთდით

HR hub – ინოვაციური ჰაბი HR სფეროში

მისია: ჩვენ ვქმნით ახალ შესაძლებლობებს HR სფეროს განვითარებისა და წარმატებისთვის. ჩვენ ერთად ვქმნით HR hub – ს!

თუ თქვენ ხართ დაინტერესებული ადამიანური რესურსების სფეროთი ან მუშაობთ ამ მიმართულებით, HR hub სწორედ თქვენთვისაა. შემოგვიერთდით: https://goo.gl/gHsRxu

ინფორმაციის ან ანონსის გამოსაგზავნად, დაგვიკავშირდით:

დარეკეთ: +995 591990107
მოგვწერეთ: info@hrhub.ge

HR hub არის ინოვაციური, საინტერესო, პროფესიული, მეგობრული, სასიამოვნო, შეხვედრების ჰაბი HR სფეროში – ახალი შესაძლებლობები, ცოდნა და კონტაქტები.

HR hub – ის ისტორია 2015 წლის 9 ივლისს იწყება. ეს არის სივრცე, სადაც ხდება მსოფლიო HR  სიახლეების გაცნობა და პერიოდულად ტარდება შეხვედრები ამ სფეროში მოღვაწე პროფესიონალებისთვის. აქ ხდება ცოდნისა და საინტერესო გამოცდილების, რეალური ქეისების გაზიარება, მსჯელობა კრეატიულ იდეებსა და მიდგომებზე HR სფეროში. HR პროფესიონალები ჩვენს ღონისძიებებზე საუბრობენ გამოწვევებზე, წარმოაჩენენ მიღწევებსა და წარმატებულ ქეისებს. 

HRhub–ში 500-ზე მეტი კერძო და საჯარო სექტორის HR პრაქტიკოსია გაერთიანებული.

HR სფეროში ყველა სიახლე და საინტერესო ამბავი HR hub-ში გროვდება. თან ვფიქრობთ, რომ ვითარდება სფერო, რომელზეც ბევრს საუბრობენ, ამიტომ 2017 წლის მარტში ჩვენ შევქმენით www.hrhub.ge

www.hrhub.ge მთავარი ქართული ინტერნეტ ჟურნალია ადამიანური რესურსების მართვის სფეროში. აშუქებს HR სიახლეებს ჩვენს ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთ, აანალიზებს დაკავშირებულ სფეროში მიმდინარე მოვლენებსაც. ჩვენი მიზანია ინფორმაცია მივაწოდოთ HR მენეჯერებს, ბიზნესის წარმომადგენლებსა და HR სფეროთი დაინტერესებულ მკითხველს. აქ იხილავთ ინტერვიუებს ამ სფეროში მოღვაწე წარმატებულ პრაქტიკოსებთან, HR სიახლეებს, აქტუალური თემების მიმოხილვას, სტატისტიკას, ტენდენციებსა და ა.შ

ჩვენ გვაქვს სურვილი, მკითხველს შევთავაზოთ მრავალფეროვანი და მრავალმხრივი ინფორმაცია HR სფეროში და ინტენსიური სახე მიიღოს ახალმა ამბებმა ადამიანური რესურსების მართვის შესახებ.

ჩვენ ყოველთვის მზად ვართ თანამშრომლობისათვის. ამიტომ, ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით სიამოვნებით მოვისმენთ თქვენს აზრს, იდეას, შენიშვნას, შეთავაზებას თუ სურვილს.

გელით!