შემოგვიერთდით

„წიგნის სახლი ბახტრიონზე“ HR hub-ის წევრებს სპეციალურ ფასდაკლებას სთავაზობს

,,წიგნის სახლი ბახრიონზე” 2012 წლიდან ფუნქციონირებს და მომხმარებლებს წიგნების, ხელნაკეთი ნივთებისა და ბლოკნოტების დიდ არჩევანს სთავაზობს. ქართველი მხატვრების ნამუშევრების მუდმივმოქმედი გამოფენა- გაყიდვები, თანამშრომლებისგან შექმნილი უშუალო გარემო, ინტერიერი, საინტერესო ღონისძიებები…  ეს ის  მცირე ჩამონათვალია რის გამოც  წიგნის სახლი ბახტრიონზე  ყოველდღიურად უფრო მეტი ადამიანის საყვარელი ადგილი ხდება.

ბოლო წლებია „წიგნის სახლი ბახტრიონზე“ აქტიურად თანამშრომლობს  მათი სივრცით დაინტერესებულ იმ ორგანიზაციებთან და ცალკეულ პირებთან, ვისაც ასეთ გარემოში საკუთარი პრეზენტაციების, ლექციების, ტრენინგ-სემინარებისა თუ  სალონური შეხვედრების ჩატარება სურს. სალონურ გარემოში თითქმის ყოველდღიურად მიმდინარეობს საჯარო და დახურული შეხვედრები.

დღეიდან HR hub-ის წევრებს, „წიგნის სახლში ბახტრიონზე“  შეხვედრებისა თუ ტრენინგების გამართვა უკვე 25% -იანი ფასდაკლებით შეეძლებათ. ამისთვის აუცილებელია დარეგისტრირდეთ მოცემულ ბმულზე >>https://goo.gl/dGqKwQ და დროულად დაჯავშნოთ სასურველი დღეები.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *