შემოგვიერთდით

”წყალი მარგებელის” ახალმა თანამშრომლებმა ქარხანა დაათვალიერეს და წარმოების პროცესს გაეცნენ

კომპანია ”წყალი მარგებელმა” საახალწლოდ ახალი თანამშრომლები შეარჩია. ისინი მინერალური წყლის კომპანიას სადღესასწაულო დღეებში გააძლიერებენ, მაღაზიებში მომხმარებელს არჩევანის გაკეთებაში დაეხმარებიან და კონსულტაციას გაუწევენ.

ნაბეღლავის მინერალური წყლის საბადო და მასთან არსებული ჩამომსხმელი ქარხანა მდებარეობს გურიაში, კურორტ ნაბეღლავის ტერიტორიაზე, მდ. გუბაზეულის ხეობაში, ზღვის დონიდან 450-475 მ სიმაღლეზე.

ამიტომ, ქარხნის დასათვალიერელად ისინი გურიას ეწვივნენ. ნახეს თანამედროვე, ევროპული ქარხანა და გაეცნენ პროდუქტის შემადგენლობებსა და დამზადების ტექნოლოგიებს.

“ასე რომ, შეგიძლიათ, თავისუფლად მიმართოთ და გირჩევენ, თქვენს სუფრას რაუხის ნატურალური წვენები მოუხდება, თუ ტკბილი და გემრიელი ლიმონათი შაქარა. ნაბეღლავი რომ ისედაც უნდა იყოს საახალწლო სუფრაზე – ეს ახალი ამბავი აღარაა.”

წყარო: ნაბეღლავი / Nabeghlavi

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *