შემოგვიერთდით

“ხე იყავ და ხედ იქეცი!” – TissuePaper- ის კამპანია

 

TissuePaper განცხადებას ავრცელებს:

“მეგობრებო, კოლეგებო, საქმიანო ადამიანებო!

მაინტერესებს როგორია თქვენი სამუშაო გარემო, რამდენს გაქვთ შეხება ქაღალდთან, სხვადასხვა საბუთების ამობეჭდვასთან , დაქსეროქსებასთან, რამდენად ბევრ ქაღალდს ყრით ყოველდღიურად ნაგავში და, იცოდით თუ არა, რომ:

1 – მაკულატურის შეგროვებით შეგიძლიათ თქვენი წვლილი შეიტანოთ ბორჯომის ტყე-პარკის აღდგენაში და თქვენი კომპანიის სახელით დარგოთ ხე?

2 – შეგროვებული მაკულატურის სანაცვლოდ მიიღოთ სამეურნეო პროდუქცია თქვენი ოფისისთვის და საგრძნობლად (მინიმუმ 30%-ით) შეამციროთ სამეურნეო ხარჯები? (ხელსახოცი, საპირფარეშოს ქაღალდი, თხევადი საპონი და სხვა)

3 – არ გადაყაროთ, შეაგროვეთ და სანაცვლოდ მიიღებთ თანხას, რომელიც მოგცემთ საშუალებას სხვადასხვა საინტერესო პროექტი წამოიწყოთ, როგორც კომპანიის შიგნით , ასევე მის გარეთაც.

იცოდით თუ არა, რომ ამ ყველაფრის ორგანიზებაში, მაკულატურისთვის განკუთვნილი ყუთების დადგმაში და შემდგომ მათ დაცლაში დაგეხმარებათ TissuePaper LTD ?

 

ხე იყავ და ხედ იქეცი!”

პატივისცემით,

მიხეილ ხუციშვილი

577 05 42 83

#ბორჯომისტყე #არგადაყარო! #მაკულატურა

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *