შემოგვიერთდით

ხვალ ზუგდიდში დასაქმების ფესტივალი ჩატარდება

25 ივლისს, ოთხშაბათს, ზუგდიდში, დადიანების სასახლის ეზოში, 19:00სთ-ზე Studentjob.ge -ისა და HR hub-ის,ზუგდიდის მაჟორიტარი პარლამენტის წევრის მერაბ ქვარაიას ბიუროსა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით დასაქმების ფესტივალი ,,ზუგდიდი ჯობს“ ჩატარდება. ახალგაზრდების დასაქმების რეგიონული პროექტი საქართველოს უნივერსიტეტის და კრედო ბანკის USAID-ის პროექტი ,,ზრდისა” და World Vision საქართველოს  მხარდაჭერით ტარდება.

ღონისძიება მიზნად ისახავს სამსახურის მაძიებლებისა  და დამსაქმებლების დაკავშირებასა და დასაქმებაში ხელშეწყობას.

დადიანების სასახლის ეზოში, ღია ცის ქვეშ, წარმოდგენილი იქნებიან კომპანიები სხვადასხვა ვაკანსიით/სტაჟირებით. გარდა ამისა, მოეწყობა წარმატების კუთხე, რომლის წარმდგენია ჟურნალი Entrepreneur Georgia. საქართველოს უნივერსიტეტს, რომლის კურსდამთავრებულთა 93% დასაქმებულია, წარმატების კუთხეში ეყოლება სპიკერი, რომელიც ისაუბრებს კარიერასა და პიროვნულ ზრდაზე. აქვე მოისმენთ სხვადასხვა წარმატებული ადამიანების გამოსვლებს მოტივაციაზე, წარმატებასა და სხვა მნიშვნელოვან თემებზე. დამსწრე აუდიტორიას საშუალება ექნება კითხვები დაუსვას მისთვის საინტერესო სპიკერს და მიიღოს რჩევები.

,,ზუგდიდი ჯობს“-ის ფარგლებში გაიმართება ადგილობრივი სტარტაპების გამოფენა-გაყიდვა.

ღონისძიება გაგრძელდება 22:00სთ-მდე და დასრულდება კონცერტით.

დასაქმების ფესტივალში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა თან იქონიოთ რეზიუმე (რამდენიმე ეგზემპლიარი).

მედია მხარდამჭერები: რადიო იმედი, ჟურნალი  Entrepreneur Georgia და www.hrhub.ge.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *