შემოგვიერთდით

ხვალ, საპროტესტო აქცია ,,გახადე შრომა უსაფრთხო“ გაიმართება

,,გახადე შრომა უსაფრთხო“ – პარასკევს, 23 თებერვალს, 17:00 საათზე ვარდების მოედნიდან პარლამენტის შენობამდე, საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების ორგანიზებით, დასაქმებულთა საპროტესტო მსვლელობა გაიმართება. ,,შრომის უსაფრთხოების შესახებ“ კანონპროექტი, რომელიც დღეს პარლამენტში განიხილება არ გვთავაზობს ინსპექტირების ეფექტურ მექანიზმს.

მუშების მოთხოვნაა საქართველოს პარლამენტმა სრულად გაითვალისწინოს საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების რეკომენდაციები, დაუყოვნებლივ მიიღოს შესაბამისი კანონმდებლობა, უზრუნველყოს სიცოცხლისთვის უსაფრთხო სამუშაო გარემო და ღირსეული შრომა.

საპროტესტო მსვლელობაში ინდუსტრიული ქალაქებიდან და სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსული დასაქმებულები მიიღებენ მონაწილეობას, რომლებსაც საზოგადოების მხრიდან სოლიდარობა სჭირდება!

#გახადეშრომაუსაფრთხო

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *