შემოგვიერთდით

ჯეოსელი 21 წლის გახდა – “ჯეოსელთან ერთად” თანამშრომლების სტატუსები

დღეს ჯეოსელი 21 წლის გახდა. 1996 წლის სექტემბერში, საქართველოში პირველი GSM ოპერატორი – ჯეოსელი დაარსდა, რომელმაც მოკლე ხანში, მთლიანად შეცვალა ადამიანების ყოველდღიური ცხოვრება. 1997 წლის 15 მარტს ჯეოსელის მეშვეობით საქართველოში განხორციელდა პირველი მობილური ზარი.

მთელი დღის განმავლობაში კომპანიის თანამშრომლები ულოცავენ ჯეოსელს და წერენ მათ დამოკიდებულებებსა და შეფასებებს ჰეშთეგით #ჯეოსელთანერთად.

HR hub უერთდება მილოცვებს და ჯეოსელს უსურვებს სილქნეტთან ერთად, ბედნიერ და წარმატებულ თანაცხოვრებას. #ჯეოსელთანერთად ჩვენ ჩავატარეთ კავკასიაში ყველაზე მასშტაბური და ინოვაციური ღონისძიება HR Reborn.  მადლობა ჯეოსელს ნდობისა და მხარდაჭერისთვის.

გთავაზობთ ჯეოსელის თანამშრომლების მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ სტატუსებს:

“დღეს, საქართველოს კორპორაციული მოქალაქე ჯეოსელი 21 წლის გახდა. 1997 წლის იმ პირველმა მობილურმა ზარმა ბევრ მაგარ ამბავს ჩაუყარა საფუძველი.
გილოცავთ და ვულოცავ საკუთარ თავსაც  ჯეოსელთანერთად
პ.ს. ოდესმე, ალბათ, დაიწერება წიგნი პასუხისმგებლიანი ბიზნესის როლზე საქართველოში” – თაკო როდონაია.

ჯეოსელთანერთად დავინახე, რომ შესაძლებელია ერთი იდეის გარშემო გულანთებულმა ადამიანებმა შეცვალონ რეალობა უკეთესობისკენ.
„სოციალური საწარმოები“ სწორედ ასეთი იდეაა, ქვეყნისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა, რომელიც ჯეოსელმა წლებია დაიჯერა.

ყველას ვერ მოვნიშნავ, რადგან Geocell – ჯეოსელის უკან ძალიან ბევრი, ორ მილიონამდე ადამიანი დგას

გილოცავთ ჩვენს ქვეყანას მეტი „ჯეოსელი“ ჭირდება.”- ქეთი ჭითანავა.

“სხვანაირი სახე ჯეოსელთანერთად

თუ დუტასთან ერთად არ გიმუშავია და გიმოგზაურია, ვერასოდეს გაიგებ, რომ არსებობს ადამიანი, რომელიც ყველას თავისი ოჯახის წევრი გონია.

თუ ღონისძიება ჩასატარებელია და არც ბანერი გაქვს, არც სარეკლამო მასალა, არც ბუშტები და თან გარშემოc ისე ყინავს რომ აზროვნების უნარი წართმეული გაქვს, მაგრამ გყავს დუტა, მაშინ ჩათვალე რომ ყველაფერ ზემოთჩამოთვლილს და შენს თავსაც ის შეითავსებს 💜💜

ასე გამოიარა ჯეოსელმა მასთან ერთად ბევრი წარმატებული წელი.” – თათა ჩემია.

ჯეოსელთანერთად ყველაზე გიჟური იდეებიც კი განხორციელებადია. გილოცავ 21 წელს.

აქ ვისწავლე:

  • რას ნიშნავს გუნდი
  • ის, რომ ყველა ადამიანი არის თანაბარი და ამ იდეისთვის ბრძოლა
  • რა არის ნამდვილი მარკეტინგი
  • ღიმილი ყველა სიტუაციაში
  • სრულიად უცხო ადამიანებზე ზრუნვა
  • ეთიკურად აზროვნება და მოქცევა
  • 1000 საქმის ერთდროულად კეთება და თან ლაპარაკი
  • ცოტა მეგრული” – ნინი გოგიჩაიშვილი.

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *