შემოგვიერთდით

„ჯორჯიან ეარვეისი“ საავიაციო უნივერსიტეტის წარჩინებულ სტუდენტებს სწავლას დაუფინანსებს

საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტსა და შპს „ჯორჯიან ეარვეისი“-ს შორის გაფორმდა ურთიერთ თანამშრომლობის მემორანდუმი.

მემორანდუმი მოიცავს შემდეგ პრინციპებს:

  • ავიაკომპანია უნივერსიტეტის წარჩინებულ და მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტებს,წინასწარ გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე,დაუნიშნავს ყოველთვიურ სტიპენდიას ან დაუფინანსებს სწავლის გადასახადს.
  • უნივერსიტეტის დამამთვრებელი კურსის სტუდენტებს მიიღებს ავიაკომპანიაში სასწავლო პრაქტიკებისა და სტაჟირების გავლის მიზნით.
  • უზრუნველყოფს უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა დასაქმებას.

ამ თემასთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა, აირზენას გენერალურ დირექტორს, ბატონ თამაზ გაიაშვილსა და საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის სტუდენტებს შორის. შეხვედრაზე აღნიშნული საკითხი დეტალურად იქნა განხილული.
შეხვედრა კითვა პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა და სტუდენტებს საშუალება ქონდათ დეტალური და ამომწურავი პასუხი მიეღოთ ნებისმიერ მათვთვის საინტერესო კითხვაზე.

წყარო: საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *