შემოგვიერთდით

„ჯორჯია პალასი“ – საუკეთესო ადგილი ტრენინგებისა და თიმბილდინგებისთვის

კორპორაციული თიმბილდინგების, ტრენინგებისა და კონფერენციებისთვის საუკეთესო სეზონი დაიწყო.მათ, ვინც გამუდმებით ზრუნავს გუნდის ინტელექტუალური შესაძლებლობების გაფართოებაზე, ვისთვისაც გუნდის შეკვრა მნიშვნელოვანია, სასტუმრო „ჯორჯია პალასი“ ის ადგილია, რომელსაც აუცილებლად უნდა ესტუმროთ. 

„ჯორჯია პალასი“ კომპანიებს რომლებსაც წინ რთული გამოწვევები აქვთ საუკეთესო შანსს აძლევს. შეთავაზება საინტერესო და მრავალფეროვანია, ეფექტური სამუშაო ურთიერთობების დამყარება, ორგანიზაციული განვითარება, სოციალური ურთიერთობების გაღრმავება, წახალისება და ეფექტურობის გაზრდა, ანუ ყველაფერი ის, რაც ყველა კომპანიისთვის მნიშვნელოვანია.

სასტუმროს პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი ყველა თქვენს სურვილს გაითვალისწინებს, მზად არის საორგანიზაციო საკითხები მაღალ დონეზე შეასრულოს.

სპორტული და გასართობი აქტივობები, წვეულება და კრეატიული წამყვანი „ჯორჯია პალასმა“ კორპორაციებისთვის საგანგებოდ შეარჩია, თუმცა ამით ყველაფერი არ სრულდება. სასტუმრო კორპორაციებს თავის გუნდთან ერთად მასტერ კლასებს სთავაზობს – ტრადიციულ სამზარეულოში ევროპულ კერძებთან ერთად. „ჯორჯია პალასი“ გასვლით ტურებს დაგიგეგმავთ და სამახსოვრო ფოტოსესიას მოგიწყობთ.

ეს ყველაფერი განსაკუთრებით სასიამოვნო სწორედ ახლაა – გაზაფხულის მიწურულს ხომ შავი ზღვისპირეთში დამსვენებელთა ინტერესი დღითიდღე იზრდება. მაისი, გაზაფხულის ბოლო და ზაფხულის დასაწყისი კი განსაკუთრებით ლამაზია თავისი მცხუნვარე მზით, ბუნების მწვანე ფერებითა და სურნელით. თუმცა შემოთავაზება ძალაშია შემოდგომაზეც.

მნიშვნელოვანია, რომ მაღალი კლასის, 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო ქობულეთში, განსაკუთრებული კლიმატის ზონაში მდებარეობს. აქ ერთდროულად თავს იყრის ზღვისა და მთის ჰაერი, ზღვა სტანდარტულზე უფრო ღრმა და განსხვავებული მონოპროფილური კლიმატის მქონეა, სამკურნალო თვისებებით გამორჩეულია სანაპიროც.

თუ სასარგებლოსთან ერთად რელაქსაციასაც ეძებთ, „ჯორჯია პალასში“ ამისთვის ასპარეზი დიდია – ღია და დახურული აუზი, საუნა, მარილიანი წყლის აუზი სამკურნალო თვისებებით, სავარჯიშო დარბაზი, კალათბურთის, მინი გოლფისა და ჩოგბურთის მოედნები, საბავშვო მოედანი.

ასე რომ, „ჯორჯია პალასი“ განსაკუთრებულ დასვენებასა და აქტივობას პირდება მათ ვინც გუნდთან ერთად შეკრების მსურველია.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *