შემოგვიერთდით

დაიწყეთ კარიერა საავტომობილო სფეროში – თეგეტა აკადემიაში მიღება დაიწყო

თეგეტა აკადემია დაიწყოთ კარიერა საავტომობილო სფეროში კარიერის დაწყების მსურველებს უნიკალურ შესაძლებლობას სთავაზობს.

თუ ხართ მონდომებული და მიზანდასახული, გეძლევათ შანსი, ისწავლოთ თეგეტა აკადემიაში კურსზე, რომელიც სრულად დაფინანსებულია თეგეტას მიერ.
სწავლის წარმატებით დასრულების შემდეგ კომპანია კურსდამთავრებულებს თეგეტაში გარანტირებულად დასაქმდების შანსს აძლევს შემდეგ პოზიციებზე: გაყიდვების კონსულტანტი, სექტორის მენეჯერი და პერსონალური მენეჯერი.

თეგეტა აკადემია ფუნქციონირებს 2013 წლიდან და არის უნიკალური სასწავლო პლატფორმა  ნიჭიერი, მოტივირებული და წარმატებული ადამიანებისთვის. აკადემიის სასწავლო პროგრამა შედგენილია ევროპაში აპრობირებული დუალური განათლების მოდელის მიხედვით და გულისხმობს სამუშაოზე დაფუძნებულ სწავლებასა და წარმატებულ კურსდამთავრებულთა დასაქმებას თეგეტა მოტორსის გაყიდვების ობიექტებსა და სერვის ცენტრებში.
სასწავლო პროცესის აღწერა:
  • ტესტირებისა და გასაუბრების შედეგების მიხედვით შერჩეული კანდიდატები გაივლიან ინტენსიურ სამთვიან თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებას, რომლის განმავლობაშიც  შეიძენენ საბაზისო ცოდნას ავტომობილის აგებულების შესახებ, შეისწავლიან კომპანია  „თეგეტა მოტორსის“  პროდუქტებსა და შიდა პროგრამებს და გაივლიან ანაზღაურებად სტაჟირებას თეგეტა მოტორსის ფილიალებში თბილისის მასშტაბით.
  • სწავლის დასრულების შემდეგ წარმატებული კანდიდატები კომპანიისგან მიიღებენ სტიპენდიას და დასაქმდებიან თეგეტა მოტორსის გაყიდვების ობიექტებსა და სერვის ცენტრებში.

www.career.tegetamotors.ge