შემოგვიერთდით

შინაგან საქმეთა სამინისტროში ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი შეიქმნა, რა ფუნქციები ექნება მას?

შინაგან საქმეთა სამინისტროში ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი შეიქმნა.

ახალი დეპარტამენტი ოჯახური დანაშაულის ქალთა მიმართ ძალადობის, დისკრიმინაციული ნიშნით და სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის, ტრეფიკინგის, არასრულწლოვანთა მიერ და მათ მიმართ ჩადენილი დანაშაულის ფაქტებზე მიმდინარე გამოძიებისა და ადმინისტრაციული საქმისწარმოების მონიტორინგს განახორციელებს. დეპარტამენტი ხარვეზების იდენტიფიცირებას, მათი აღმოფხვრის მიზნით რეკომენდაციის შემუშავებას და პრაქტიკაში დანერგვას უზრუნველყოფს. ფუნქციების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ: https://matsne.gov.ge/ka/document/view/3999709

დეპარტამენტის პრეზენტაცია 23 იანვარს გაიმართება. ღონისძიებას სახელმწიფო უწყებების, საკანონმდებლო ორგანოს, სასამართლოს, აგრეთვე ადამიანის უფლებათა სფეროში მოღვაწე საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრებიან. მიმდინარეობს კონკურსი დეპარტამენტში ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად. კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ: http://hr.police.ge/select-vacancies

წყარო: შინაგან საქმეთა სამინისტრო / Ministry of Internal Affairs of Georgia