შემოგვიერთდით

1 აპრილს საერთაშორისო ანაზღაურებადი სტაჟირებების გამოფენა მოეწყობა

1 აპრილს საერთაშორისო ორგანიზაცია AIESEC საქართველო ანაზღაურებადი სტაჟირებების გამოფენას გამართავს. დასწრება თავისუფალია.ყველა, ვინც დაინტერესებულია ანაზღაურებადი სტაჟირების შესაძლებლობებით, ეძლევა უნიკალური შანსი, გაიარონ კონსულტაცია და ასევე შეიტანონ განაცხადი სასურველ პროექტზე.

AIESEC არის მსოფლიოში ყველაზე დიდი ახალგაზრდული ორგანიზაცია, რომელიც 127 ქვეყანასა და ტერიტორიაში არის წარმოდგენილი. პროექტის მონაწილეები მიიღებენ ყოველთვიურ ანაზღაურებას, პროექტში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 20 დან 30 წლამდე ახალგაზრდებს.

პროექტში მონაწილეობისათვის აუცილებელი მოთხოვნები:

ინგლისურის დონე: B1 , სტუდენტის სტატუსი ან უმაღლესი განათლება.

ახალგაზრდები დასაქმდებიან შემდეგ სფეროებში:

განათლება,ადამიანური რესურსები, ინფორმაციული ტექნოლოგიები, კვლევები, მარკეტინგი,მენეჯმენტი.

შეხვედრაზე დასწრება თავისუფალია, თუმცა ადგილების დასაჯავშნად აუცილებელია წინასწარი რეგისტრაცია: bit.ly/InternationalPaidInternships

მისამართი: შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი, IBSU.
დეტალური ინფორმაციისთვის: globaltalent.internships@gmail.com
www.facebook.com/globaltalentgeorgia/
ტელ: +995 557 959 051

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *