შემოგვიერთდით

1 იანვრიდან საგარეო საქმეთა სამინისტროში თანამშრომლების საქმიანობის შეფასების სისტემა სრული დატვირთვით ამოქმედდება

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში თანამშრომლების საქმიანობის და მათი კარიერული წინსვლის შეფასების სისტემა დაინერგა. ამის შესახებ ინფორმაცია სამინისტროს პრესსამსახურმა 2017 წლის ივლისში გაავრცელა.

უწყებამ ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებით აღნიშნული რეფორმა ბრიტანელი ექსპერტების დახმარებით, ბრიტანეთის მთავრობის  “კარგი მმართველობის ფონდის (Good Governance Fund)“ მიერ მხარდაჭერილი პროგრამის ფარგლებში განახორციელა. შეფასების სისტემა ითვალისიწნებს თანამშრომელთა საქმიანობის შეფასებას, მათი პროფესიული ზრდის და კარიერული წინსვლის შესაძლებლობებს.  პროექტის განხორციელებაში, სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტთან ერთად, აქტიურად იყვნენ ჩართული ბრიტანული საკონსულტაციო კომპანია PwC-ის მიერ მოწვეული ქართველი და უცხოელი ექსპერტები. სამინისტროში ჩატარებული დიაგნოსტიკის საფუძველზე, ექსპერტებმა შეიმუშავეს რეკომენდაციები,რომელიც ხელს შეუწყობს შეფასების მეთოდოლოგიის ჩამოყალიბებას, მის სამართლებრივ მოწესრიგებას და სამინისტროს სისტემაში დანერგვას, ასევე უწყების ინსტიტუციურ და ორგანიზაციულ განვითარებას.

​ამ ეტაპზე უწყებაში საპილოტე რეჟიმში მიმდინარეობს სისტემის დანერგვა და 1 იანვრიდან ის უკვე სრული დატვირთვით ამოქმედდება. აღსანიშნავია, რომ საგრაეო საქმეთა სამინისტრო ერთ-ერთი პირველთაგანია საჯარო უწყებებს შორის ვინც აღნიშნულ სისტემას დანერგავს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *