შემოგვიერთდით

1 ივნისი-როგორ აღნიშნეს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე კომპანიებში?

ზაფხულის პირველ დღეს მრავალ ქვეყანაში აღინიშნება ბავშვთა საერთაშორისო დღე (International Children’s Day).

ბავშვთა საერთაშორისო დღე ერთი ყველაზე უძველესი საერთაშორისო დღესასწაულია.  იგი დაარსებულია ბავშვთა კეთილდღეობისადმი მიძღვნილ 1925 წლის ჟენევის  მსოფლიო კონფერენციაზე. ერთ-ერთი ვერსიით 1 ივნისს ამ თარიღის აღნიშვნა დაკავშირებულია ჩინელი პოლიტიკოსის სახელთან. 1925 წლის 1 ივნისს სან-ფრანცისკოში ჩინეთის გენერალურმა კონსულმა შეკრიბა ჩინელი ობოლი ბავშვები და მოაწყო მათთვის დუან-უ ცზეს ზეიმი (ნავი-დრაკონების ფესტივალი). ბედნიერი შემთხვევის წყალობით ეს დღე დაემთხვა ”ბავშვთა” კონფერენციას ჟენევაში.

1950  წლის 1 ივნისს ჩატარდა ბავშვთა დაცვის პირველი საერთაშორისო დღე, რის შემდეგაც ეს დღე ყოველწლიურად არის მიჩნეული სადღესასწაულოდ.

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე კომპანიებშიც აღინიშნა და თანამშრომლებმა ბავშვებს სამუშაო გარემოში უმასპინძლეს და ბევრი სიურპრიზიც მოუწვეს.

“მიყვარს ჩემი საქმე, იცით რატომ? აი ასეთი დღეების გამო… როცა გაქვს შესაძლებლობა ბევრი დადებითი ემოცია გასცე და ეს ემოცია ბუმერანგივით უკან მიიღო… დღეს დილიდან პალიტრა პატარა პალიტრალებს მასპინძლობს…  დავიწყეთ Koka-სთან ერთად რადიოთი, გავაგრძელებთ Eto-ს დღის თემით და 6-ის ნახევარზე ყველას ველოდებით პალიტრის ეზოში ბევრი ბევრი სიურპრიზით… ბევრი წიგნით, ბატუტებით, ანიმატორებით, ტკბილეულით ნაყინებით და … მოკლედ ამ დღეს იმდენ დადებით ემოციას ვიღებთ მერე მთელი წელი გვყოფნის” –  “პალიტრა მედიის” ადამიანური რესურსების ხელმძღვანელი ნინო ფეიქრიშვილი წერს სოციალურ ქსელში.

კომპანია ჯეოსელის ოფისის ეზოში ბავშვებს უამარავი სიურპრიზი და ფერადი გარემო დახვდათ.

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღნიშნეს “ბიდი კომპანიაშიც”, რომელიც წარმოადგენს უკრაინული საკონდიტრო ბრენდის Roshen-ის ოფიციალურ, ექსკლუზიურ დისტრიბუტორს.

ჯეოსელის ოფისი

BD კომპანია (როშენის) ოფისი

აგროჰაბი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *