შემოგვიერთდით

10 ოქტომბერს საქართველოს უნივერსიტეტში ვორქშოპი “სამუშაოს თეოლოგია” ჩატარდება

საქართველოს უნივერსიტეტი მასპინძლობს Peace Education  პროექტს და გთავაზობთ ვორკშოპს: სამუშაოს თეოლოგია. ვორქშოფი ტარდება Bakke Graduate University (სიეტლი, ვაშინგტონი, აშშ) ეგიდით. ვორქშოპს უძღვება ამავე უნივერსიტეტის პროფესორი, საერთაშორისო ექსპერტი, ლაზარე რუკუნდვა სებიტერენკო.

ვორქშოფი მოიცავს შედეგ თემებს:

  • დროის ცნება სოციალურ და ეკონომიკურ პირობებში, ღირებულებები;
  • ვინ ვართ ჩვენ და რას შეგვიძლია მივაღწიოთ; ბედნიერება და კმაყოფილება;
  • ლიდერობის დინამიკა და ორგანიზაციული დიზაინი;
  • ანგარიშვალდებულება, ურთიერთნდობა და თანამონაწილეობრივი მიდგომა;
  • მშვიდობა და ადგილობრივი განვითარება;
  • საკუთარ თავთან, მეზობლებთან, ბუნებასთან და სამყაროსთან შერიგება;
  • განათლების როლი, ცხოვრების ცვლილების პროცესში;
  • მეწარმეობა, შრომითი უსაფრთხოება, შრომითი კმაყოფილება, თვითრეალიზაცია

ვორკშოპი უფასოა. ჩატარდება ინგლისურ ენზე. მონწილეებს გადაეცემათ სერიფიკატები. აუცილებელია წინასწარი რეგისტრაცია ბმულზე: https://goo.gl/RngvRu

ლოკაცია: საქართველოს უნივერსიტეტი, კოსტავას 77ა,  UG მე-4 კორპუსი, 519-ე დარბაზი, (მე-5 სართული).

დრო: 10/10/2018, 10:00-15:00 სთ

დეტალები: https://www.facebook.com/events/1973216396138052/

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *