შემოგვიერთდით

სასტუმრო ,,იოტაში’’ ევროკავშირის პროექტის EEAL შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა

2017 წლის 13 სექტემბერს, თბილისში, სასტუმრო ,,იოტაში’’ ევროკავშირის პროექტის EEAL – ,,შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა განათლების და დასაქმების თანაბარი შესაძლებლობების ადვოკატირება და ლობირება’’ ფარგლებში შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიებაზე სიტყვით წარსდგა როგორც პროექტის საორგანიზაციო ჯგუფი, ისე სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორი, ზაზა სოფრომაძე, “ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში” წარმომადგენელი, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. სტუმრის სტატუსით ღონისძიებას სამთავრობო სტრუქტურების და ადგილობრივი თვითმართველობების წარმომადგენლები, ევროკავშირის დელეგატები საქართველოში, დამსაქმებლები და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები დაესწრნენ.

ღონისძიებაზე პროექტის 2017 წლის საუკეთესო დამსაქმებლები გამოვლინდებიან, აგრეთვე შედგა პროექტის ფარგლებში შექმნილი ფილმის პრემიერა.

ოთხ სამიზნე რეგიონში მოქმედი პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაციების ხელმძღვანელებმა საბოლოო შედეგები წარადგინეს და ორი წლის განმავლობაში მათ წინაშე არსებულ გამოწვევებზე, დაძლეულ და დასაძლევ ბარიერებზე იმსჯელეს.

სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორი, ზაზა სოფრომაძე სიტყვით წარსდგა აუდიტორიის წინაშე და განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის მიერ სპეციალურად შემუშავებული უნიკალური დასაქმების მოდელის მდგრადობაზე ისაუბრა, რომელიც პროექტის დასრულების შემდგომ სახელმწიფომ ოფიციალურად გადაიბარა.

ღონისძება ორგანიზებული იყო ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა განათლების და დასაქმების თანაბარი შესაძლებლობების ადვოკატირება და ლობირება“ ფარგლებში. პროექტი მიზნად ისახავს სოციალურ–ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობას ტრენინგების და დასაქმების გზით. პროექტი ასევე ემსახურება პროფესიულ სასწავლებლებსა და ბიზნეს სექტორს შორის პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბებას, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების მიმართ საზოგადოებაში არსებული სტიგმისა და დისკრიმანციის შემცირებას და აღნიშნულ საკითხებზე საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდას. პროექტი ხორციელდება განათლების განვითარების და დასაქმების, თელავის განათლების განვითარების და დასაქმების და ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმების აკრძალვის საერთაშორისო კამპანიის საქართველოს კომიტეტი „ოტავა 98“ პარტნიორობით.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *