შემოგვიერთდით

15 ოქტომბერს იუსტიციის სახლის დღე აღინიშნა

15 ოქტომბერს,იუსტიციის სახლის ფილიალების ერთობლივი გადაწყვეტილებით, იუსტიციის სახლის დღე აღინიშნება. თარიღი, წელს უკვე მეორედ აღინიშნა, საზეიმო ღონისძიებას კი ამჯერად იუსტიციის სახლის ზუგდიდის ფილიალმა უმასპინძლა. საზეიმო თარიღი იუსტიციის სახლის თანამშრომლებს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა პირადად მიულოცა.
ღონისძიებას იუსტიციის სახლის ცხრამეტივე ფილიალის თანამშრომლებთან ერთად, იუსტიციის სამინისტროს სისტემის სხვადასხვა უწყებიდან მოწვეული სტუმრები და იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
აღსანიშნავია, რომ არსებობის 5 წლის მანძილზე იუსტიციის სახლისთვის ჩვეული მაღალი სტანდარტით ყველა ფილიალმა ერთად 23 მილიონზე მეტი მომხმარებელი მიიღო. ხოლო მომსახურებების ნუსხას 100-მდე სერვისი შეემატა. ამჟამად, იუსტიციის სახლის მომხმარებელს ერთ სივრცეში 400-მდე სერვისის მიღება შეუძლია.
ბოლო 4 წელიწადში იუსტიციის სახლებს 7 ახალი ფილიალი შეემატა. 400-მდე სერვისით სარგებლობა უკვე ზუგდიდის, ფოთის, თიანეთის, ყაზბეგის, ბორჯომის, ლაგოდეხისა და ონის მცხოვრებთაც შეუძლიათ. ამჟამად, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში სულ 19 იუსტიციის სახლი ფუნქციონირებს.
იუსტიციის სახლი უკვე მეორე წელია რაც 15 ოქტომბერს – იუსტიციის სახლის დღეს აღნიშნავს. გასულ წელს საზეიმო ღონისძიება იუსტიციის სახლის თბილისის ფილიალში გაიმართა.

წყარო: Public Service Hall / იუსტიციის სახლი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *