შემოგვიერთდით

18 აპრილს თავისუფალ უნივრსიტეტში დასაქმების ფორუმი გაიმართება

18 აპრილს კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსში რიგით მეცხრე დასაქმების ფორუმი ჩატარდება.
ფორუმის ფარგლებში თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტის, მათ შორის კულინარიის აკადემიის სტუდენტები და კურსდამთავრებულები ქართულ ბაზარზე არსებული კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდებიან, რაც სამომავლო თანამშრომლობის წინაპირობა გახდება.

კომპანიების წარმომადგენლები მიმდინარე და სამომავლოდ გამოცხადებული ვაკანსიების შესავსებად ადგილზე გაესაუბრებიან სტუდენტებს და განიხილავენ მათ კანდიდატურებს.

დასაქმების ფორუმში ტრადიციულად, 100-ზე მეტი კომპანიაა და ორგანიზაციაა ჩართული.

ფორუმი ჩატარდება კამპუსის ბიბლიოთეკაში – 13:00-დან 17:00 საათამდე.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *