შემოგვიერთდით

18 ნოემბერს HR hub Next-ის პრეზენტაცია გაიმართა

ახალი ადამიანები, მხიარული, მეგობრული გარემო და სიურპრიზები – ასეთი იყო HR hub Next-ის პრეზენტაცია, რომელიც გუშინ გაიმართა.

HR hub Next – ეს არის HR hub-ის ახალი პროექტი, რომელიც  მომავალი HR მენეჯერებისთვისაა განკუთვნილი. კლუბის შექმნის მიზანი ახალგაზრდა, დამწყები სპეციალისტებისთვის ცოდნის გაღრმავება, პროფესიული ზრდა და გამოცდილების გაზიარებაა. HR hub Next-ში გაწევრიანების სურვილი ძალიან ბევრმა ადამიანმა გამოთქვა, თუმცა საბოლოოდ 65 შეირჩა.

პროექტს ჰყავს 10 კომპანიის წარმატებული ადამიანური რესურსების მენეჯერი, რომლებიც HR hub Next-ის წევრებს HR-თან დაკავშირებულ სხვადასხვა თემაზე, ტრენინგებს ჩაუტარებენ.

HR hub Next-ის პრეზენტაციაზე, მენტორებმა  ლოტოტრონის საშუალებით, წევრები შეარჩიეს. თოთოეულ მენტორთან 6-7 ადამიანი განაწილდა. 3 თვის განმავლობაში მათ უშუალო კომუნიკაცია ექნებათ მენტორთან, მიიღებენ რჩევებს პიროვნული და კარიერული ზრდის ნაწილში და დიდ პრაქტიკულ ცოდნას დააგროვებენ.

პროექტის პრეზენტაციაზე მოეწყო სახალისო გაცნობის თამაში ,,გამიცანი 5 წუთში”, რომლის გამარჯვებულებსაც, პალიტრა მედია ჰოლდინგისგან საჩუქრად წიგნები გადაეცათ. სადაზღვევო კომპანია ,,პრაიმმა“ მენტორებს საჩუქრად სპეციალური ფასდაკლების ვაუჩერები გადასცა.

ღონისძიების ბოლოს ორგანიზატორებმა, მენტორებმა და წევრებმა ,,იდუმალი სანტა” ითამაშეს და ადრესატები  ლოტოტრონის მეშვეობით შეარჩიეს. პროექტის არაოფიციალური ნაწილი დასრულდა ფურშეტით.

HR hub Next-ის პირველი სამუშაო შეხვედრა 22 ნოემბერს გაიმართება.

HR hub Next-ის მხარდამჭერები არიან სადაზღვევო კომპანია ,,პრაიმი“ და გლობალური კვლევითი-საკონსულტაციო კომპანია ,,ACT”.

მედია მხარდამჭერი: პალიტრა მედია ჰოლდინგი და რადიო იმედი.

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *