შემოგვიერთდით

19 ოქტომბერს ქუთაისში დასაქმების ფესტივალი ,,ქუთაისი ჯობს” ჩატარდება

19 ოქტომბერს, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში, 13:00სთ-დან 15:00სთ-მდე, studentjob.ge-ისა და HR hub-ის ორგანიზებით დასაქმების ფესტივალი ჩატარდება.ღონისძიება მიზნად ისახავს სამსახურის მაძიებლებისა და დამსაქმებლების დაკავშირებასა და დასაქმებაში ხელშეწყობას.
ღია ცის ქვეშ, არაფორმალურ გარემოში, კომპანიები სხვადასხვა ვაკანსიას წარმოადგენენ. ღონისძიებაზე დასწრება ყველა მსურველს შეუძლია. გთხოვთ, თან იქონიეთ რეზიუმე.

ღონისძიება გაიმართება, ახალგაზრდების დასაქმების რეგიონული პროექტის ,,ჩვენ გეძებთ შენ” ფარგლებში, რომლის მხარდამჭერია საქართველოს უნივერსიტეტი.
პროექტის მედია მხარდამჭერები არიან: რადიო იმედი Radio Imedi და www.hrhub.ge.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *