შემოგვიერთდით

20 თებერვალს საქართველოს უნივერსიტეტს ბულგარეთის ელჩი, ქნ. დესსისლავა ეწვევა

20 თებერვალს 18:00, საქართველოს უნივერსიტეტში ბულგარეთის ელჩი, ქნ. დესსისლავა ივანოვა ისაუბრებს ბულგარეთის რესპუბლიკის, როგორც ევროპული საჭოს პრეზიდენტი სახელმწიფოს პრიორიტეტებზე. შეხვედრაზე საუბარი შეეხება საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობას, სამომავლო პერსპექტივებსა და სხვა მნიშვნელოვან თემებს.

შეგახსენებთ, რომ ბულგარეთის რესპუბლიკა იანვარში ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა გახდა და იგი ამ პოსტს 6 თვის განმავლობაში დაიკავებს.

დასწრება თავისუფალია!
ადგილი: საქართველოს უნივერსიტეტი, IV კორპუსი, საკონფერენციო დარბაზი 519

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *