შემოგვიერთდით

სახელმწიფო პროგრამა, რომელიც სტაჟიორებისთვის 150 ლარიან სტიპენდიას ითვალისწინებს

საქართველოს მთავრობის 2017 წლის 04 აპრილის N182 დადგენილებით ,,სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამა“ დამტკიცდა.

პროგრამის მიზანია შრომის ბაზრის მოთხოვნად პროფესიებში სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადებით და/ან სამუშაო ადგილებზე შემდგომი სტაჟირებით, მათი კონკურენტუნარიანობის ამაღლება და ამ გზით სამუშაოს მაძიებელთა დასაქმების ხელშეწყობა.

პროგრამის განმახორციელებელია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტო.

პროგრამის დეტალების შესახებ მივმართეთ  ამავე სამინისტროს და გამოთხოვილ ინფორმაციას  უცვლელად გთავაზობთ.

HR hub: რას ითვალისწინებს სტაჟირების სახელწიფო პროგრამა?

სტაჟირების პროგრამა ითვალისწინებს – დამსაქმებლებთან შეთანხმებით ვაკანტურ ან/და პერსპექტიულ სამუშაოს ადგილზე/ადგილებზე პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარება/სწავლებას შემდგომი დასაქმების მიზნით, არაუმეტეს 3 თვისა.

HR hub: როგორ შეუძლით დამსაქმებლებს პროგრამაში ჩართვა?

სტაჟირების შემთხვევაში, პროგრამის მიმწოდებლად რეგისტრაცია შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ სტაჟირების მიმწოდებლად რეგისტრირების მომენტისათვის დამსაქმებელს აქვს ვაკანტური ან/და პერსპექტიული სამუშაო ადგილი/ადგილები და მზადაა, მიიღოს სტაჟირების მსურველი სამუშაოს მაძიებლები შემდგომი დასაქმების მიზნით. შედეგად, სტაჟირების დასრულების შემდგომ, კონკურენციის საფუძველზე, დაასაქმოს მის მიერ შერჩეული სტაჟიორები ვაკანტურ ან/და პერსპექტიულ სამუშაო ადგილებზე.

დამსაქმებელმა, რომელსაც სურს ისარგებლოს აღნიშნული პროგრამით, უნდა მიმართოს სოციალური მომსახურების სააგენტოს შესაბამის სერვის-ცენტრს სტაჟირების ხელშეკრულების გაფორმების მიზნით. ხელშეკრულება ითვალისწინებს სტაჟირების დასრულების შემდეგ, მინიმუმ ერთ სტაჟიორთან, არანაკლებ 6 თვის ვადით შრომითი ხელშეკრულების გაფორმებას.

HR hub: ვინ წარმოადგენს პროგრამის სამიზნე ჯგუფს?

პროგრამის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენენ პირები, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან სამუშაოს მაძიებლებად სააგენტოს მიერ ადმინისტრირებად შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემა – www.worknet.gov.ge-ზე და აგრეთვე ,,სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამის“ კურსდამთავრებულები.

სტაჟირების გავლის მსურველები აფორმებენ შეთანხმებას სააგენტოსთან. შეთანხმების გაფორმების შემდეგ, ისინი ითვლებიან პროგრამის მონაწილედ.

ისევე როგორც სხვა დასაქმების ხელშემწყობი სერვისების, მოსახლეობისთვის შეთავაზების მომენტში, ჩვენ პირველ რიგში ვაყენებთ მოწყვად ჯგუფებს. ესენია: შშმ პირები, სოციალურად დაუცველები, იძულებით გადაადგილებული პირები, პრობაციონერები,  ყოფილი პატიმრები, გოგონები 16 წლის ასაკიდან ზევით, რომლებიც ნაადრევ ქორწინებაში იმყოფებიან. პირველ რიგში ვცდილობთ, ამ კატეგორიის ხალხს მივცეთ კვალიფიკაციის ამაღლების საშუალება.

HR hub: სტაჟირება ანაზღაურებადია?

სტაჟირების გავლის მსურველებს სტაჟირების მიმდინარეობის დროს ჩაერიცხებათ სახელმწიფო სტიპენდია 150 ლარის ოდენობით ყოველთვიურად. აღნიშნული პროგრამა ხორციელდება ყოველწლიურად, შესაბამისად მისი განხორციელება დაგეგმილია 2018 წელსაც.

HR hub: დღემდე რადენმა ორგანიზაციამ/კომპანიამ და ბენეფიციარმა ისარგებლა აღნიშნული პროგრამით?

2015 წლიდან დღემდე აღნიშნული პროგრამის შესახებ ინფორმაცია 1000-მდე ორგანიზაციას მიეწოდა. აღნიშნული პროგრამის განხორციელების დაწყებიდან, პროგრამაში დღევანდელი მონაცემებით სულ ხელშეკრულება გაფორმდა 27 ორგანიზაციასთან.

2015 წლიდან მიმდინარე ეტაპამდე სტაჟირებაში ჩართული იყო 130 ბენეფიციარი: 2015 წელს – 2 ბენეფიციარი, 2016 წელს – 47, ხოლო, 2017 წელს, დღევანდელი მონაცემებით – 81 მოსარგებლე (პროგრამა გრძელდება წლის ბოლომდე, შესაბამისად, გაიზრდება ბენეფიციართა რაოდენობაც).

HR მენეჯერი: მაია რობაქიძე – “ყველა ადამიანი შესაძლებლობებისა და თვისებების უნიკალური ნაკრებია”

რუბრიკის “HR მენეჯერი” მიზანია საზოგადოებას გავაცნოთ წარმატებული HR მენეჯერები. ჩვენ მათ შესახებ დავწერთ, თავგადასავლებსა და ისტორიებს მოგიყვებით. Continue reading “HR მენეჯერი: მაია რობაქიძე – “ყველა ადამიანი შესაძლებლობებისა და თვისებების უნიკალური ნაკრებია””

21-22 ნოემბერს “ფაბრიკაში” ორდღიანი ღონისძიება “Content Strategy In Real Time” გაიმართება

HR hub ჩვეული რიტმით განაგრძობს ინოვაციური, კრეატიული ღონისძიებების ჩატარებასა და მხარდაჭერას.

2017 წლის 21-22 ნოემბერს, OGI Europe-ის ორგანიზებით და HR hub ის მხარდაჭერით „ფაბრიკაში“ კრეატიული ვორქშოპი გაიმართება. ორდღიანი ღონისძიება Content Strategy In Real Time განკუთვნილია როგორც HR მენეჯერებისა (HR ბრენდინგისა და კომუნიკაციის მენეჯერებისთვის) და მარკეტერებისთვის, ასევე ყველა დაინტერესებული პირისთვის.

ღონისძიების მთავარი თემეია:

  • გამორჩეული, დასამახსოვრებელი, მოწონებადი, აქტუალური მარკეტინგული კონტენტის შექმნა და ამ ყველაფრის მორგება გაყიდვების სტრატეგიასთან;
  • როგორ მივაწოდოთ კომპანიის შესახებ ინფორმაცია/ამბავი მომხმარებელს ისე, რომ  გამოვიწვიოთ მათში დადებითი ემოცია და მოვიპოვოთ ერთგულება;
  • როგორ გავიგოთ მომხმარებლების სურვილები და შევქმნათ შესაბამისი კონტენტი;
  • მომხმარებლის მაქსიმალური ჩართულობის მიღწევა სოციალური მედიისა და სხვა მარკეტინგული არხების გამოყენებით;
  • Mobile video ტრენინგი;
  • 2017 წლეს ბრენდის კონტენტის მარცხის გამომწვევი მიზეზების ანალიზი.

ღონისძიება დატვირთული იქნება საინტერესო და სახალისო პრაქტიკული დავალებებითა და თამაშებით.

ვორქშოპს ჩაატარებს სპიკერი და კონტენტ სტრატეგი, ქოფირაითერი, მრავალი ჯილდოს მფლობელი Jon Burkhart, რომელიც მუშაობდა ისეთ ბრენდებთან როგორიცაა Heineken, BBC, Adidas, Samsung  და სხვა. კანის ლომების კრეატივის საერთაშორისო ფესტივალისთვის, ჯონმა ‘happy hour show’ შექმნა.

ის გახლავთ  TBC Global Ltd – ის დამფუძნებელი, Newsjacking-ის თანაავტორი, The Urgent Genius of Real-time Advertising-ის თანადამფუძნებელი.

დღესდღეობით HR მენეჯერებისთვის, როგორც სტრატეგიული ბიზნეს პარტნიორებისთვის, საინტერესო და სასარგებლოა მარკეტინგული საკითხების ცოდნაც, ამიტომ გელოდებით თქვენს მარკეტინგის გუნდთან ერთად. ყველა მონაწილე მიიღებს სერტიფიკატს და ტრენერისგან საჩუქარს.

ღონისძიებაზე დასასწრები ბილეთების გაყივა დაწყებულია. ბილეთის ღირებულებაა 1000 ევრო.

HR hub-ის მხარდამჭერით, სპეციალურად ჰაბის წევრებისთვის და მათი მარკეტინგიდეპარტამენტის თანამშრომლებისთვის მოქმედებს 30%-40%-იანი ფასდაკლება.

  • ბილეთის ღირებულება ფასდაკლებით – 700 ევრო;
  • 2 და მეტი თანამშრომელი ერთი ორგანიზაციიდან – 600 ევრო.

ღონისძიების დეტალური აღწერა: https://goo.gl/9iomBK

იჩქარეთ, ღონისძიებაზე დასასწრები ბილეთების რაოდენობა შეზღუდულია.

შეგვეხმიანეთ hrhubgeorgia@gmal.com თუ გსურთ ჰაბის სპეციალური ფასდაკლებით სარგებლობა და გამოგიგზავნით სპეციალური ფასდაკლების ბარათს. ბილეთის შესაძენად დაუკავშირდით: +36 20 347 5837

Zsolt Buzgó, z.buzgo@ogieurope.com, წარადგინეთ ჩვენი ბარათი და ისარგებლეთ ფასდაკლებით.

გელოდებით ყველაზე შემოქმდებით და ინტერაქციულ ვორქშოპზე!

ღონისძიების მთავარი მედია მხარდამჭერია www.Marketer.ge – Nations Favourite Business Informer

 

დამსაქმებლის ბრენდინგის 5 დიდებული მაგალითი

კომპანიის იმიჯზე ზრუნვა, დამსაქმებლის ბრენდინგი ე.წ. Employer Branding ყველა კომპანიის ერთ-ერთი მთავარი საზრუნავია.

მაინც როგორ უნდა შევქმნათ დამსაქმებლის ბრენდი? როგორ დავაინტერესოთ ტალანტები, რომლებიც ჩვენი კომპანიის წარმატებას განაპირობებენ. ინსპირაციისთვის, გავეცნოთ 5 დიდი ბრენდის ისტორიას, რომლებმაც ეს იდეა სრულიად ახალ დონეზე აიყვანეს.

L’Oreal

კოსმეტიკური გიგანტი L’oreal მუდმივად იყო და არის ერთ-ერთი ყველაზე სასურველი დამსაქმებელი, მაგრამ ბოლო წლებში ბაზრის სწრაფმა ზრდამ ყველა ახალი მიმართულებით ტოპ ტალანტის მოძიება ლ’ორეალს მნიშვნელოვნად გაურთულა და შედეგად, კომპანია საკუთარი რეკრუტმენტის სტრატეგიების სისწორეზე დააფიქრა.

თუმცა, ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ L’oreal-ს დამსაქმებლის ბრენდინგის კუთხით ძალიან ნათელი მესიჯები აქვს. მათი  ყოველი ქმედება კომპანიას წარმოაჩენს, როგორც:

  • ამაღელვებელი გამოცდილება
  • შთამაგონებელი გარემო
  • უნაკლოობისკენ  სწრაფვის სკოლა

Google

გუგლი ყოველთვის ყველაზე სასურველი დამსაქმებლების სიის სათავეში იმყოფება (თუ საერთოდ პირველ ადგილზე არა), მაგრამ როგორ ინარჩუნებენ ისინი დამსაქმებლის ასეთ ძლიერ ბრენდს? ზუსტად ისე, როგორც თავად კომპანია ფუნქციონირებს: ინოვაციებით

gDNA პროექტის ფარგლებში, Google-მა მნიშვნელოვანი რესურსი დახარჯა იმის გასარკვევად, თუ რამდენად დაცულია მათი თანამშრომლების ე.წ. Work-Life ბალანსი, რაც მილენიალებისთვის მთავარ საზრუნავს წარმოადგენს. აღნიშნულმა კვლევამ მენეჯმენტს საშუალება მისცა დახმარებოდნენ თანამშრომლებს სამუშაოსა და ცხოვრების ჰარმონიულად შეთანხმებაში. მეორე მხრივ კი, კვლევის რეზულტატების საჯაროდ გამოქვეყნებით, კომპანიამ ერთმნიშვნელოვნად განაცხადა, რომ მათი მთავარი საზრუნავი თანამშრომლების კეთილდღეობა და კმაყოფილებაა.

Starbucks

როგორც gDNA-ს შემთხვევაში ვნახეთ, საუკეთესო ბრენდინგ საკომუნიკაციო სტრატეგიებში არსებული თანამშრომლების ჩართვა სწორი გადაწყვეტილებაა. მაგალითად, Starbucks ამას შედარებით უფრო პირდაპირ, სოციალური მედიის დახმარებით აკეთებს. #sbuxjobschat ჰეშთეგის გამოყენებით, ადამიანებს ტვიტერსა და ინსტაგრამზე შეუძლიათ პირდაპირ გაესაუბრონ სტარბაქსის არსებულ თანამშრომლებს, მოიძიონ საჭირო ინფორმაცია და მიიღონ კომპანიის, როგორც დამქირავებლის რეალური სურათი. თანამშრომლების აქტიურად ჩართვითა და პოტენციური თანამშრომლების მაქსიმალურად დაინტერესებით, სტარბაქსი ნათლად გვიჩვენებს მის დამოკიდებულებას თანამშრომლების შერჩევის მიმართ, რითაც მის, დამქირავებლის ბრენდს კიდევ უფრო აძლიერებს.

Salesforce

2015 წელს, საერთაშორისო ჟურნალმა Fortune, Salesforce ტოპ 10 საუკეთესო დამქირავებელს შორის დაასახელა. აღნიშნულ რანჟირებაში დიდი წვლილი კომპანიის ბრენდის იმიჯს მიუძღვის. Salesforce-მა საკუთარი დამქირავებლის ბრენდის განვითარება მთლიანად მიანდო თავის თანამშრომლებს, ეს კი ძალიან ძლიერი და ყოვლისმომცველი რეფერალური პროგრამის წყალობით მოახერხა. წარმოუდგენელი სამსახურეობრივი ბენეფიტები, როგორიცაა პირველი კლასის თვითმფრინავის ბილეთი, 5000$ სახარჯო ფული და სხვა, საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ სტაჟიორების 60%-ს კომპანიაში დარჩენის სურვილი გამოეთქვა. ისეთი  გარემოს შექმნით, სადაც შერჩევის პროცესს დიდწილად არსებული თანამშრომლები აპიარებენ და განაგებენ კიდეც, კომპანიამ შეძლო ძალიან ჯანსაღი და მიმზიდველი კომუნიკაციის დამყარება პოტენციურ და არსებულ თანამშრომლებს შორის.

Acuity Insurance

2015 წელს, ვისკონსინში დაარსებულმა კომპანიამ ზემო აღნიშნული ჟურნალ Fortune-ის ტოპ ათი დამსაქმებლის სიაში მესამე ადგილი დაიკავა. დიდწილად ეს განაპირობა მათმა შთამაგონებელმა ბრენდ იმიჯმა თანამშრომლებისა და შერჩევის პროცესის მიმართ. Acuity თანამშრომლებს წარმოუდგენელ სამსახურეობრივ ბენეფიტებს სთავაზობს: განათლების დასაფინანსებელი ულიმიტო ფონდები, კომპენსირებული სამუშაო კვირები და ასევე მნიშვნელოვანი სამედიცინო პაკეტები.

 ალბათ ყველაზე მთავარი მაინც ისაა, რომ ხელმძღვანელობა თანამშრომლებს ნებას რთავს თავიანთი სიტყვა თქვან კომპანიის მომავლის, გეგმებისა და სტრატეგიების განვითარების კუთხით, რაც ხორციელდება კიდეც ფართომასშტაბიან შეხვედრებსა და სხვადასხვა აქციების შედეგად, როგორიცაა, მაგალითად, თანამშრომელთა სახელზე ქველმოქმედების გაწევა და სხვა.

დამსაქმებლის ბრენდინგი თანამშრომლების შერჩევის უმნიშვნელოვანეს ნაწილს შეადგენს. ეს 5 ბრენდი კი ამას იდეალურად ახორციელებს.

სტატიის ავტორი:  რატი წიკლაური

წყარო: http://www.thegarnergrp.com/blog/5-great-employer-branding-examples

GWP -ის თანამშრომლები ხანძრით დაზიანებულ ტერიტორიებზე აღდგენით სამუშაოებში ჩაერთვებიან

“ბორჯომის ხეობაში, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში კომპანიები ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი, რუსთავის წყალი და მცხეთის წყალი ჩაერთვებიან. Continue reading “GWP -ის თანამშრომლები ხანძრით დაზიანებულ ტერიტორიებზე აღდგენით სამუშაოებში ჩაერთვებიან”

ბიბლუსს ადამიანური რესურსების მართვის ახალი ხელმძღვნელი ჰყავს

21 აგვიტსოდან ბიბლუსის ადამიანური რესურსების მართვის სამსახურს სალომე გოძელანძე ხელმძღვანელობს. Continue reading “ბიბლუსს ადამიანური რესურსების მართვის ახალი ხელმძღვნელი ჰყავს”

“საქართველოს რკინიგზა” შრომით ურთიერთობებთან დაკავშირებით ნებისმიერ თანამშრომელთან დიალოგისთვის მზადაა

თანამშრომლებისა და პროფკავშირების წარმომადგენლების მიერ შიმშილობასთან დაკავშირებით სს ”საქართველოს რკინიგზა”  განცხადებას ავრცელებს. Continue reading ““საქართველოს რკინიგზა” შრომით ურთიერთობებთან დაკავშირებით ნებისმიერ თანამშრომელთან დიალოგისთვის მზადაა”

მინდა აზრი გამოვთქვა!

დემოკრატიულობა, საჯაროობა, გულახდილობა და პრინციპულობა უპირველესად პრაქტიკულ ნაბიჯებსა და მოქმედებებს გულისხმობს და არა ლოდინს,რომ რაიმე თავისით შეიცვლება. Continue reading “მინდა აზრი გამოვთქვა!”

კვების უზრუნველყოფა – მნიშვნელოვანი ბენეფიტი თანამშრომლებისთვის

ბენეფიტი განისაზღვრება, არამატერიალური ანაზღაურება, რომელსაც თანამშრომელი იღებს იმისათვის, რომ გაუჩნდეს კომპანიაში უფრო დიდი ხნის განმავლობაში დარჩენის სურვილი. Continue reading “კვების უზრუნველყოფა – მნიშვნელოვანი ბენეფიტი თანამშრომლებისთვის”