შემოგვიერთდით

2018 წლის “მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს” მფლობელი მანანა კაპეტივაძე გახდა

2018 წლის “მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს” მფლობელი მანანა კაპეტივაძე გახდა.

„მასწავლებლის ეროვნული ჯილდო“ წარმოადგენს გლობალური კამპანიის ნაწილს, რომელიც მიზნად ისახავს წარმატებული მასწავლებლების გამოვლენას, მათ წახალისებასა და პროფესიის პოპულარიზაციას.
2017 წლის 19 მარტს, განათლებისა და უნარების გლობალურ ფორუმზე, საქართველომ მიიღო აკრედიტაცია და 2017 წელს პირველად ჩატარდა „მასწავლებლის ეროვნული ჯილდო“, რომლის გამარჯვებულიც გახდა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის, სოფელ ჩიბათის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების მასწავლებელი, ლადო აფხაზავა.
კამპანიის ორგანიზატორია კოალიცია „განათლება ყველასთვის-საქართველო“ და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრი.
კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ყველა მოქმედ მასწავლებელს, რომელიც ასწავლის ზოგადსაგანმანათლებლო საჯარო ან კერძო ავტორიზებულ სკოლაში.
მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მიზანია პროფესიის პოპულარიზაცია და მისი პრესტიჟის ზრდა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *