შემოგვიერთდით

„ენერგო-პრო ჯორჯია“ ენერგეტიკის დარგის პოპულარიზაციას განაგრძობს

ენერგეტიკის დარგის პოპულარიზაციის პროექტის ფარგლებში, სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ განაგრძობს რეგიონებში უფროსკლასელებისთვის საჩვენებელი გაკვეთილების ჩატარებას. მე-8 და მე-9 კლასის მოსწავლეებს კომპანიის თანამშრომლებმა გააცნეს ელექტროენერგიის გამომუშავების მეთოდები, ჩაატარეს ელექტროობასთან დაკავშირებულ მცირე სახალისო ცდები და სხვა. მოსწავლეები აგრეთვე იმყოფებოდნენ ექსკურსიაზე კომპანიის საკუთრებაში არსებულ ჰიდროელექტროსადგურებზე.

პროექტის ძირითად მიზანს წარმოადგენს ენერგეტიკისა და ელექტროინჟინერიის დარგების პოპულარიზაცია, რაც კომპანიის ადამიანური რესურსების დეპარტამენტის სტრატეგიის ნაწილია. USAID-თან ერთად, კომპანია აღნიშნულ პროექტს, 2016 წლიდან ახორციელებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონის სკოლებში. ამ დროისთვის საჩვენებელი გაკვეთილები უკვე 100-მდე სკოლაში ჩატარდა. აღნიშნული პროექტი გაგრძელდება 2018-2019 სასწავლო წელსაც. სკოლებს, რომლებსაც სურთ აღნიშნულ პროექტში ჩართვა, შეუძლიათ მიმართონ ენერგო-პრო ჯორჯიას ადამიანური რესურსების დეპარტამენტს.

გარდა ამისა, ენერგეტიკის დარგში მეტი ახალგაზრდა კადრის მოზიდვის მიზნით, სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ ახორციელებს სხვადასხვა პროექტს. პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების წარჩინებული სტუდენტებისთვის, კომპანია აძლევს საშუალებას გაიარონ პრაქტიკული მეცადინეობა კომპანიაში მომავალი დასაქმების პერსპექტივით.

სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ მონაწილეობს საგანმანათლებლო პროგრამებისა და სტანდარტების განახლების პროცესში; აგრეთვე აქტიურად, იღებს მონაწილეობას დარგის პედაგოგების გადამზადებაში.

კონსტანტინე თოფურია: ,,დამამათავრებელი კურსის სტუდენტებს ვურჩევდი იყვნენ აქტიურები, არ შეეშინდეთ ახალი გამოწვევების…”

Studentjob.ge-ისა და HR hub-ის ორგანიზებით რეგიონებში ახალგაზრდების დასაქმების ფესტივალი ,,ჩვენ გეძებთ შენ”  ჩატარდება. აღნიშნული პროექტის ერთ-ერთი მთავარი მხარდამჭერია საქართველოს უნივერსიტეტი. ჩვენ ვესაუბრეთ მის რექტორს კონსტანტინე თოფურიას. გთავაზობთ მასთან ინტერვიუს.

HR hub: რა გამოარჩევს საქართველოს უნივერსიტეტს სხვა სასწავლებლებისგან?

საქართველოს უნივერსიტეტს სხვა უნივერსიტეტებისგან გამოარჩევს სწავლების მეთოდი, გარემო და ყველა ის პირობა, რომელსაც უნივერსიტეტი სტუდენტებს უქმნის. ჩვენი მთავარი ამოცანაა, სტუდენტებს მივცეთ თანამედროვე ტიპის ინოვაციური განათლება, რომელიც არ იქნება დაფუძნებული მხოლოდ თეორიაზე, არამედ ეს არის ნაზავი თეორიას პლუს პრაქტიკა. ეს საშუალებას გვაძლევს სტუდენტებმა თეორიის სწავლის პროცესშივე გამოსცადონ საკუთარი თავი პრაქტიკულ საქმიანობაში და ამ მხრივ უნივერსიტეტში არსებული რესურსები, როგორიცაა ლაბორატორიები, სტუდიები და ა.შ არის საუკეთესო დამხმარე საშუალება მათთვის.  ჩვენი მიზანია თოთოეულ სტუდენტს მივცეთ ისეთი განათლება, რომელიც დაეხმარება მას გახდეს კონკურენტუნარიანი არა მხოლოდ ადგილობრივ, არამედ საერთაშორისო შრომით ბაზარზეც.

HR hub: როგორ შეძლო საქართველოს უნივერსიტეტმა ის, რომ კურსდამთავრებულთა 93% დასაქმებულია?

ეს ყველაფერი განპირობებულია ისევ და ისევ ინოვაციური სწავლის მოდელით. სტუდენტები პირველი კურსიდანვე სწავლობენ მათთვის საინტერესო სფეროს დეტალურად და სიღრმისეულად. ამასთან ჩვენს უნივერსიტეტში ასწავლიან პრაქტიკოსი პროფესორ-ლექტორები, რომლებიც საკუთარ გამოცდილებას უზიარებენ სტუდენტებს, ეს კი მათ ეხმარებათ გახდნენ კონკურენტუნარიანები შრომით ბაზარზე.

გარდა ამისა ჩვენს უნივერსიტეტში არსებობს დასაქმების ხელშეწყობის სამსახურიც, სადაც სტუდენტებს საშუალება აქვთ მიიღონ პროფესიული რჩევები, სანამ დამსაქმებელთან წარდგებიან. ამასთან აღნიშნული სამსახური  სხვადასხვა კერძო თუ სახელმწიფო ორგანიზაციებთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, არჩევს ვაკანსიებს და რეგულარულად აწვდის მათ სტუდენტებს.
სწორედ, ეს ფაქტორები განაპირობებს იმას, რომ ჩვენი კურსდამთავრებულები მოთხოვნადები არიან შრომით ბაზარზე და მათი  93% დასაქმებულია.

HR hub: რატომ გადაწყვიტეთ მხარი დაგეჭირათ ახალგაზრდების დასაქმების რეგიონული ფესტივალისთვის ,,ჩვენ გეძებთ შენ“?

საქართველოს უნივერსიტეტი აქტიურად  ზრუნავს არა მხოლოდ ჩვენი  სტუდენტების დასაქმებაზე, არამედ ზოგადად ახალგაზრდების დასაქმებაზე. სწორედ ამ მიზნით ჩვენს უნივერსიტეტში შევქმენით ინოვაციების ცენტრი  – “start up factory, რომელიც ეხმარება დამწყებ სტარტაპერებს საკუთარი ბიზნეს იდეების განხორციელებაში და აძლევს მათ დაფინანსებას. ამ ფაქტორებიდან გამომდინარე გადავწყვიტეთ, ვყოფილიყავით დასაქმების ფესტივალის აქტიური მხარდამჭერები.

HR hub: როგორ იქნება წარმოდგენილი საქართველოს უნივერსიტეტი დასაქმების ფესტივალებზე?

საქართველოს უნივერსიტეტი დასაქმების ფესტივალზე  მრავალმხრივ იქნება წარმოდგენილი.  სპეციალურად მოწყობილ კუთხეში,  დამთვალიერებელს შესაძლებლობა ექნება გაეცნოს უნივერსიტეტის სერვისებს, საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებს და სპეციალურ შეთავაზებებს. აგრეთვე გვეყოლება დამწყები სტარტაპერები, რომლებიც საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ დაინტერესებულ ადამიანებს.

HR hub: რას ურჩევდით დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს, რომლებიც ცხოვრების ახალ ეტაპზე გადადიან და სამსახურის ძიების პროცესში არიან?

დამამათავრებელი კურსის სტუდენტებს ვურჩევდი იყვნენ აქტიურები, არ შეეშინდეთ ახალი გამოწვევების, სცადონ საკუთარი თავი სხვადასხვა ამპლუაში და ნუ შეაშინებთ დაბრკოლებები.  დასაწყისი შეიძლება ყოველთვის რთული იყოს, თუმცა საჭიროა, საკუთარ თავში გადალახო გარკვეული ბარიერები.

ნებისმიერი საქმისთვის გამოცდილება უმნიშვნელოვანესია, ამიტომ არ თქვათ უარი სტაჟირებებზე, გადამზადებაზე. ეს ყველაფერი ხელს უწყობს პროფესიულ განვითარებას.

https://www.facebook.com/TheUniversityOfGeorgia/

 

რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს შსს მართლწესრიგის ოფიცერი

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 365 მართლწესრიგის ოფიცრის ვაკანსიაზე განცხადებების მიღება დაიწყო. Continue reading “რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს შსს მართლწესრიგის ოფიცერი”

ქართული რეკრუტინგული კამპანიების მაგალითები სოციალურ ქსელებში

ბოლო დროს კომპანიები, ადამიანური კაპიტალის მოსაზიდად, ტრადიციული ხერხების (დასაქმების პორტალები) ნაცვლად, აქტიურად იყენებენ სოციალურ ქსელებს. Continue reading “ქართული რეკრუტინგული კამპანიების მაგალითები სოციალურ ქსელებში”

პროფესიულ განათლებაში ინოვაციური მიდგომით სწავლების პოპულარიზაციისთვის კვირეული იმართება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ორგანიზებით, პროფესიულ განათლებაში თანამედროვე ტექნოლოგიებითა და ინოვაციური მიდგომით სწავლების პოპულარიზაციისთვის, კვირეული იმართება. Continue reading “პროფესიულ განათლებაში ინოვაციური მიდგომით სწავლების პოპულარიზაციისთვის კვირეული იმართება”

დღეს, მეზღვაურთა საერთაშორისო დღე აღინიშნება

მეზღვაურთა დღის აღსანიშნავი ოფიციალური ცერემონია ბათუმის მე-10 ნავმისადგომზე გაიმართა, Continue reading “დღეს, მეზღვაურთა საერთაშორისო დღე აღინიშნება”

7 ივლისს თელავში დასაქმების ფესტივალი ,,თელავი ჯობს” ჩატარდება

Studentjob.ge -ისა და HR hub-ის ინიციატივით და ორგანიზებით რეგიონული დასაქმების ფესტივალი „ჩვენ გეძებთ შენ“ იწყება. პროექტი ხორციელდება საქართველოს უნივერსიტეტის და ფერმერთა ასოციაციის მხარდაჭერით. პირველი რეგიონი სადაც აღნიშნული ღონისძიება ჩატარდება არის კახეთი.

თელავი ჯობს/Telove Jobs – 7 ივლისს, 16:00სთ-დან, თელავში, თელავის მუნიციპალიტეტის მერიასა და კრედო ბანკთან პარტნიორობით ჩატარდება. ღონისძიება მიზნად ისახავს დამსაქმებლებისა და სამსახურის მაძიებლების შეხვედრას არაფორმალურ გარემოში.

ნადიკვრის პარკში, ღია ცის ქვეშ, წარმოდგენილი იქნებიან კომპანიები სხვადასხვა ვაკანსიით/სტაჟირებით. გარდა ამისა, მოეწყობა წარმატების კუთხე, რომლის წარმდგენია ჟურნალი Entrepreneur Georgia. თქვენ მოისმენთ წარმატებული ადამიანების გამოსვლებს კარიერულ ზრდაზე, მოტივაციაზე, წარმატებასა და სხვა მნიშვნელოვან თემებზე. დამსწრე აუდიტორიას საშუალება ექნება კითხვები დაუსვას მისთვის საინტერესო სპიკერს და მიიღოს რჩევები.
აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოს უნივერსიტეტს, რომლის კურსდამთავრებულთა 93% დასაქმებულია, წარმატების კუთხეში ეყოლება start up factory -ის წარმომადგენელი. ის ისაუბრებს სტარტაპების შექმნისა და განვითარების პროცესებზე.

,,თელავი ჯობსის” ფარგლებში გაიმართება ადგილობრივი სტარტაპების გამოფენა-გაყიდვა.

ღონისძიება გაგრძელდება 20:00სთ-მდე და დასრულდება კონცერტით.

დასაქმების ფესტივალში მონაწილეობის მიღება, დასაქმების მსურველ ნებისმიერ ახალგაზრდას შეუძლია. ყველა, ვინც გადაწყვეტს ,,თელავი ჯობსზე” დასწრებას, თან უნდა იქონიოს რამდენიმე რეზიუმე, რომელსაც დამსაქმებელს წარუდგენს.

პროექტის მედია მხარდამჭერები არიან: ჟურნალი Entrepreneur Georgia, რადიო იმედი და www.hrhub.ge.

QBQ – ხარისხი და განსხვავებული სწავლების ფორმატი

ტრენინგ – საკონსულტაციო ცენტრი QBQ, პროფესიონალი ტრენერების გუნდია, რომელიც მეორე წელია არსებობს ბაზარზე და მრავალ წარმატებით განხორციელებულ პროექტს ითვლის. Continue reading “QBQ – ხარისხი და განსხვავებული სწავლების ფორმატი”

„ჯორჯია პალასი“ – საუკეთესო ადგილი ტრენინგებისა და თიმბილდინგებისთვის

კორპორაციული თიმბილდინგების, ტრენინგებისა და კონფერენციებისთვის საუკეთესო სეზონი დაიწყო. Continue reading “„ჯორჯია პალასი“ – საუკეთესო ადგილი ტრენინგებისა და თიმბილდინგებისთვის”

რკინიგზის თანამშრომლებმა უანგარო დონაციაში მიიღეს მონაწილეობა

„გაიღეთ სისხლი, აჩუქეთ ბავშვებს სიცოცხლე“- სისხლის დონაციის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს რკინიგზამ აქცია გამართა. Continue reading “რკინიგზის თანამშრომლებმა უანგარო დონაციაში მიიღეს მონაწილეობა”