შემოგვიერთდით

ზუგდიდში დასაქმების ფესტივალი ,,ზუგდიდი ჯობს“ გაიმართა

Studentjob.ge -ისა და HR hub-ის ორგანიზებით, ზუგდიდის მაჟორიტარი პარლამენტის წევრის მერაბ ქვარაიას ბიუროს, Continue reading “ზუგდიდში დასაქმების ფესტივალი ,,ზუგდიდი ჯობს“ გაიმართა”

ხვალ ზუგდიდში დასაქმების ფესტივალი ჩატარდება

25 ივლისს, ოთხშაბათს, ზუგდიდში, დადიანების სასახლის ეზოში, 19:00სთ-ზე Studentjob.ge -ისა და HR hub-ის, Continue reading “ხვალ ზუგდიდში დასაქმების ფესტივალი ჩატარდება”

26 ივლისს ნიკორა ახალგაზრდულ, მხიარულ და სანახაობრივ ფესტივალს ატარებს

როგორ უნდა გაატაროთ ზაფხულის ერთი დღე ყველაზე პოზიტიურად და ნაყოფიერად? Continue reading “26 ივლისს ნიკორა ახალგაზრდულ, მხიარულ და სანახაობრივ ფესტივალს ატარებს”

ვინ არის ქართველი გოგონა, რომელიც ინგლისში იტალიური რესტორნის დიზაინერ-ილუსტრატორად აიყვანეს

ლიკა კვირიკაშვილი, 43 ნაბეჭდი და 25 ქინდლის წიგნის ილუსტრატორია. მისი ნამუშევრები იყიდება წიგნების ონლაინ საიტებზე, გამომცემლობების პირად ვებ-გვერდებზე, ადგილობრივ მაღაზიებსა და ბიბლიოთეკებში. ის არის რამდენიმე ბესტსელერი წიგნის ილუსტრატორი. ესენია ცნობილი ამერიკელი ტელე-რადიო წამყვანის, მწერლისა და საჯარო სპიკერის, Jacqui Phillips-ის წიგნი „RESET”, რომელმაც დიდი წარმატება და გამოხმაურება მოიპოვა ადგილობრივი პრეზენტაციებითა და ონლაინ გაყიდვების რაოდენობით. ასევე ცნობილი ამერიკელი სპორტსმენის, კუნფუს ჩემპიონის და ამჟამად ცნობილი ტრენერისა და მამოტოვირებელი სპიკერის  Sifu Romain-ის წიგნი „Unbreakable”.

ლიკა სულ ახლახანს ინგლისში, იტალიური რესტორნის გრაფიკულ დიზაინერ-ილუსტრატორად აიყვანეს. HR hub ესაუბრა მას და ინტერვიუც მოგიმზადათ.

HR hub: ლიკა მოგვიყევით თქვენი განათლების შესახებ. სად სწავლობდით და რა დაამთავრეთ ?

დავამთავრე თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია, მოდის დიზაინის ფაკულტეტი. ამ პერიოდში დავინტერესდი გრაფიკული პროგრამებით და ჩავაბარე ჯიპას სარეკლამო-გრაფიკული დიზაინის კურსებზე. აკადემიის სწავლის პერიოდში პარალელურად მიტაცებდა წიგნის ილუსტრაცია და ჯიპას პროგრამების შესწავლის შემდეგ ვცადე გრაფიკულად შემექნა ილუსტრაციები, რამაც მოულოდნელი შედეგი გამოიღო და უკვე 5 წელია წიგნის ილუსტრატორად ვმუშაობ.

წიგნის ყდა – Yellow raincoat and red mittens, მწერალი Davit Whiting

HR hub: თქვენ ხართ Risque Dukes Swim Apparel-ის დიზაინერი. როგორც ვიცი, ეს კომპანია ამერიკაში მოღვაწეობს. როგორ დაიწყეთ იქ მუშაობა ?

ამჟამად ვმუშაობ რამდენიმე წიგნის გამომცემლობებთან ინგლისში, ავსტრალიასა და ამერიკაში. ბოლო ერთი წელია ამიყვანეს “Risque dukes swim apparel”-ის ამერიკულ კომპანიაში, საცურაო კოსტუმების დიზაინერად. კომპანიის წარმომადგენლებმა ჩემი პორტფოლიო დაათვალიერეს ერთ-ერთ ფრილანსერულ საიტზე, რის შემდეგაც დამიკავშირდნენ და შემიკვეთეს პირველი საცურაო კოსტუმების ხაზი. ამჟამად ჩემი დიზაინის საცურაო კოსტუმები შეგიძლიათ იხილოთ კომპანიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე risquedukes.com. რაც შეეხება მოდის დიზაინის სფეროს, მითანამშრომლია ისეთ ცნობილ ამერიკულ კომპანიასთან, როგორიცაა Coleman. შევქმენი ახალი დიზაინები წინა წლის კოლექციისთვის.

HR hub: სულ ახლახანს აგიყვანეს იტალიური რესტორნის გრაფიკულ დიზაინერად/ილუსტრატორად ინგლისში Capri restaurant-ში. როგორ მოხვდით იქ ?

სულ ახლახანს ამიყვანეს გრაფიკულ დიზაინერ/ილუსტრატორად იტალიურ რესტორანში Capri Italian Eatery, რომელიც მდებარეობს ინგლისში. მათაც ასევე ონლაინ პორტფოლიოთი მიპოვეს და რამოდენიმე პროექტის შესრულების შემდეგ დამიქირავეს.

HR hub: ხშირად მოგიწევთ თუ არა ინგლისში ჩასვლა თქვენი სამუშაოდან გამომდინარე?

ჯერ-ჯერობით ყველა პროექტი განვახორციელეთ ონლაინ მუშაობის რეჟიმში, სამომავლოდ შესაძლოა ლოკალურად მომიწიოს მუშაობა. თუმცა ამაზე საუბარი ჯერ არ ყოფილა.

HR hub: რა შედის თქვენს სამომავლო გეგმებში ?

ჩემს სამომავლო გეგმებს რაც შეეხება, კონტრაქტი და ხანგრძლივი თანამშრომლობა მსოფლიოში ცნობილ წიგნის გამომცემლობებთან, ასევე მოდის ილუსტრირების სფეროში გრძელვადიან პროექტებზე მუშაობა, რაც მეტ სტაბილურობასა და თავდაჯერებულობას შემმატებდა კარიერულად. ვიმედოვნებ, რომ უახლოეს მომავალში მივიღებ მსგავს შემოთავაზებებს.

                   წიგნის ყდა – The Dead Woman Who Lived, მწერალი Endellion Palmer
                   წიგნის ილუსტრაცია- Eventyr, tales of love beyond the grave, მწერალი Andrew O’Connell
 ალბომის ყდა – ფრანგი მუსიკოსის Konixion-ის  მუსიკალური დისკი Kakurenbo

Wizz Air კომუნიკაციის მენეჯერს ეძებს

კომპანია Wizz Air ბუდაპეშტში კომუნიკაციების მენეჯერს ეძებს. Continue reading “Wizz Air კომუნიკაციის მენეჯერს ეძებს”

,,ზუგდიდი ჯობსზე” კომპანიებისა და კანდიდატების რეგისტრაცია დაიწყო

Studentjob.ge -ისა და HR hub-ის ინიციატივით და ორგანიზებით რეგიონული დასაქმების ფესტივალი „ჩვენ გეძებთ შენ“ გრძელდება. Continue reading “,,ზუგდიდი ჯობსზე” კომპანიებისა და კანდიდატების რეგისტრაცია დაიწყო”

სავალდებულო სამხედრო სამსახურის გავლა საკონტრაქტო სამსახურის სახითაა შესაძლებელი

საქართველოს დაზვერვის სამსახური წვევამდელებს შესაძლებლობას აძლევს, სამხედრო სავალდებულო სამსახური საკონტრაქტო სამსახურის სახით მოიხადონ. Continue reading “სავალდებულო სამხედრო სამსახურის გავლა საკონტრაქტო სამსახურის სახითაა შესაძლებელი”

,,ზუგდიდი ჯობსზე” კომპანიებისა და კანდიდატების რეგისტრაცია დაიწყო

Studentjob.ge -ისა და HR hub-ის ინიციატივით და ორგანიზებით რეგიონული დასაქმების ფესტივალი „ჩვენ გეძებთ შენ“ გრძელდება. პროექტი ხორციელდება საქართველოს უნივერსიტეტის და კრედო ბანკის მხარდაჭერით. კახეთის შემდეგ, აღნიშნული ღონისძიება სამეგრელოში  ჩატარდება.

ზუგდიდი ჯობს/Zugdidi Jobs – 30 ივლისს, 19:00სთ-ზე, ზუგდიდში, დადიანების სასახლის ეზოში, ზუგდიდის მაჟორიტარი პარლამენტის წევრის მერაბ ქვარაიას ბიუროსა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია /City Hall of Zugdidi Municipality-ის მხარდაჭერით ჩატარდება. ღონისძიება მიზნად ისახავს დამსაქმებლებისა და სამსახურის მაძიებლების შეხვედრას არაფორმალურ გარემოში.

კომპანიები, რომლებსაც სურთ მონაწილეობა მიიღონ ,,ზუგდიდი ჯობსში” უნდა დარეგისტრირდნენ: https://goo.gl/LohFAu

ფესტივალის ფარგლებში გარდა იმისა, რომ კომპანიები წარმოადგენენ ვაკანსიებს/სტაჟირებებს, აგრეთვე, მოეწყობა წარმატების კუთხე, რომლის წარმდგენია ჟურნალი Entrepreneur Georgia. საქართველოს უნივერსიტეტს, რომლის კურსდამთავრებულთა 93% დასაქმებულია, წარმატების კუთხეში ეყოლება სპიკერი, რომელიც ისაუბრებს კარიერასა და პიროვნულ ზრდაზე. აქვე მოისმენთ სხვადასხვა წარმატებული ადამიანების გამოსვლებს მოტივაციაზე, წარმატებასა და სხვა მნიშვნელოვან თემებზე. დამსწრე აუდიტორიას საშუალება ექნება კითხვები დაუსვას მისთვის საინტერესო სპიკერს და მიიღოს რჩევები.

,,ზუგდიდი ჯობსის” ფარგლებში გაიმართება ადგილობრივი სტარტაპების გამოფენა-გაყიდვა.

ღონისძიება გაგრძელდება 22:00სთ-მდე და დასრულდება კონცერტით.

დასაქმების ფესტივალში მონაწილეობის მიღება, დასაქმების მსურველ ნებისმიერ ახალგაზრდას შეუძლია. ამისთვის დარეგისტრირდით: https://goo.gl/D1cLa7 ყველა, ვინც გადაწყვეტს ,,ზუგდიდი ჯობსზე” დასწრებას, თან უნდა იქონიოს რამდენიმე რეზიუმე.

პროექტის მედია მხარდამჭერები არიან: ჟურნალი Entrepreneur Georgiaრადიო იმედი და www.hrhub.ge.

ხორვატიელი მეხანძრეების რეაქცია ფეხბურთის ყურებისას

სოციალურ ქსელებში გავრცელდა ვიდეო, Continue reading “ხორვატიელი მეხანძრეების რეაქცია ფეხბურთის ყურებისას”

თელავში დასაქმების ფესტივალი ,,თელავი ჯობს“ ჩატარდა

Studentjob.ge –ისა და HR hub-ის ორგანიზებით, თელავში, თეატრის წინ, დასაქმების ფესტივალი ,,თელავი ჯობს“ ჩატარდა. ახალგაზრდების დასაქმების რეგიონული პროექტი საქართველოს უნივერსიტეტის, კრედო ბანკის, ფერმერთა ასოციაციისა და თელავის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით განხორციელდა.

ღონისძიება მიზნად ისახავს სამსახურის მაძიებლებისა და დამსაქმებლების დაკავშირებასა და დასაქმებაში ხელშეწყობას.

არაფორმალურ გარემოში, 20-ზე მეტმა კომპანიამ სხვადასხვა ვაკანსია წარმოადგინა. ადგილზე მოსულ ადამიანები ესაუბრებოდნენ დამსაქმებელს და რეზიუმეს უტოვებდნენ.

,,თელავი ჯობსის” ფარგლებში მოეწყო ადგილობრივი სტარტაპების გამოფენა-გაყიდვა. ღონისძიება დასრულდა ბენდის ,,მუსიკის ქალაქი” კონცერტით.

ახალგაზრდების დასაქმების რეგიონული ფესტივალი ,,ჩვენ გეძებთ შენ” გაგრძელდება და შემდეგი ღონისძიება 28 ივლისს ზუგდიდში ჩატარდება.

მედია მხარდამჭერები: რადიო იმედი, ჟურნალი  Entrepreneur Georgia და www.hrhub.ge.