შემოგვიერთდით

რა რჩევებს აძლევს ფინკა ბანკის HR დირექტორი კანდიდატებს?

ფინკა ბანკის კლიენტთა მომსახურების ოფიცრის სასწავლო პროგრამაზე განაცხადების მიღება უკვე დაწყებულია.

პროგრამაში ჩართვა ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია საქართველოს 32 ქალაქში.

ამასთან, კომპანიამ სამუშაოს მაძიებელთათვის კითხვაზე – “როგორ მოვემზადო გასაუბრებისათვის?” და “8 რჩევა წარმატებული გასაუბრებისათვის” – შექმნა სპეციალური ვიდეო რგოლები, სადაც ფინკა ბანკის HR დეპარტამენტის ხელმძღვანელი ლელა თოფურია რჩევებს აძლევს კანდიდატებს.

📝 სასწავლო პროგრამაზე განაცხადი შეავსეთ აქ – http://bit.ly/2J4N3RW

ICT – საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სფეროში 3000 სპეციალისტი გადამზადდება

ICT – საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სფეროში 3000 სპეციალისტი გადამზადდება. პროგრამა მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით ხორციელდება და მისი მთლიანი ბიუჯეტი 7 მილიონ ლარს (2,5 მილიონ აშშ დოლარს) შეადგენს.

პროგრამის ფარგლებში 2019 წლის შემოდგომიდან საქართველოს ყველა მოქალაქეს შესაძლებლობა ექნება გაიაროს უფასო კურსი პროგრამირების, მონაცემთა ბაზების, კიბერუსაფრთხოების, ქსელების, პროექტ-მენეჯმენტის, დიზაინის, ბლოკჩეინისა და სხვა მოთხოვნადი პროფესიების მიმართულებით, ასევე მოიპოვოს საერთაშორისო ბაზარზე აღიარებული სერტიფიკატი. საერთაშორისო ტენდერი 3000 ICT სპეციალისტის გადასამზადებლად 4 ივლისს გაიხსნა.

„მსოფლიო ბანკის ხელშეწყობით ჩვენ გვეყოლება თანამედროვე ტექნოლოგიების სფეროში დასაქმებული 3000 მაღალანაზღაურებადი, კვალიფიციური კადრი. ეს პროექტი ხელს შეუწყობს საქართველოში ტექნოლოგიების სფეროს განვითარებას და ახალი, კვალიფიციური კადრების მომზადებას.“ – მიხეილ ბატიაშვილი.